Things I’m Happy About – Timha (3)

25/03 ორშაბათი..

ტრენინგი აივ–ინფექცია შიდსი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ბოლოს თანასწორ განმანათლებლობა..

საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან მაბედნიერებს ტრენინგებზე სიარული, ხოდა ზუსტად ორშაბათს იყო ტრენინგი თემაზე აივ–ინფექცია,შიდსი და ..

Picture 073 Continue reading

უცნაური სიზმარი

tumblr_mh5brxXjiJ1rmxf32o1_400_large

ოთახში … ლამფის შუქი ბჭუტავს .. თვალები ამტკივდა, ყველაფერი მტკივა, გული, ფილტვი, თვალი, ყელი .. თვალის ტკივილს მხოლოდ ის აჩერებს რომ გარედან მთვარის შუქი შემოდის .. ისე მკაფიოდ რომ ჩემ ყურადღებას იპყრობს… ვიხედები ფანჯარაში .. მიზიდავს .. მთვარის შუქი თითქოს მეძახის… ვაღებ ფანჯარას .. ვადგავ ფეხს უსასრულობაში, მიკვირს, ვერ ვხვდები რატომ არ ჩავვარდი დაბლა მე ხომ ფანჯრიდან სრულ უსასრულობაში გადავდგი ნაბიჯი?!

ვუახლოვდები მთვარეს .. უკვე მივედი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს ..  აქ ხომ ყველაფერია რაც ჩემს ოცნებაში?! აქ არიან პატრა ბაჭიები, ბევრი წიგნები, საოცნებო სახლები, ჰო ზუსტად ისეთი როგორიც პეპის აქვს და რაც მთავარია ის იქ არის ..

ჩემს გაოცებას და აღმაფრენას საზღვარი არ აქვს, მივედი მასთან, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავ.. ის წავიდა, რაღაც ძალამ მეც წამიყვანა, მივდივართ.. გავიარეთ რაღაც ზღუდე, შემდეგ ჩავედით არარსებულ კიბეზე.. უცბად გაჩერდა, მეკითხება:

–        რატომ მოხვედი ჩემთან ? აქ რა გინდა? აქ ხომ ყველა გიჟია ?

–         მე მინდა ვიყო გიჟი, აქ კი მთვარის შუქს გამოვყევი, რომელიც ისე მკაფიოდ იჭრებოდა ჩემს ოთახში რომ თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს რაღაცას მაგრძნობინებდა, იცოდა რომ ჩემი ადგილი აქ არის და არა იქ დედამიწაზე..

–        კარგი ❤

უცბად, თვალები დახუჭა  და ჩამეხუტა, შემდეგ მაკოცა ისე ნაზად ისე ფაქიზად .. დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა…

მე გავიარე ჩემი ოთახის კარი.. ჩავედი კიბეზე.. იქ კი ბებიაჩემი დამხვდა, რომელიც მეხუტება და მკოცნის.. ეს იყო სიზმარი თუ  აგონია ?!

ჩემს ოთახში მეღვიძება კვლავ მაბრმავებს მთვარის გრაციოზული შუქი, თითქოს მეუბნება რაღაცას, თითქოს ფიქრობს ჩემთან ერთად რაღაც სიგიჟეზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია .. ..

ბიჭი , რომელიც ცოცხალი გადარჩა

16175_311513408948996_1730215944_n_large

ბიჭი, რომელიც გადარჩა, დიახ მკითხველო ბიჭი , რომელმაც სძლია მსოფლიოში უძლიერეს ბოროტ ჯადოქარს ”ვოლდემორს’ , მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი, შეუდარებელი ჯადოქარი იყო დამბლდორი, როცა ვკითხულობდი იმ თავს სადაც ალბუსი კვდებოდა გული მეკუმშვებოდა, მწყინდა, მაგრამ ალბუსმა თავისი სიკვდილი ხომ, იმიტომ გაითამაშა რომ ვოლდემორს დაეჯერებინა სნეიპის ერთგულება .(ერთ–ერთი მიზეზე სიკვდილის )

A_0weVdCAAA6BuK_large

სნეიპი – დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ბოროტი პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლო ნაწილში, როდესაც იგი სიკვდილის ირასაა მისული და ჰარის ფიქრებს უტოვებს, მაშინ იცვლება სევერუსის მიმართ ჩემი განწყობა. სევერუს შენ არაფერ შუაში არ ხარ, მერე რა რომ ლილი გიყვარდა, მერე რა რომ ჯეიმსი მაგის გამო გადაიმტერე !

tumblr_mgj5xestlt1s1k03lo1_500_large

            სირიუს ბლექი – თავიდან თვით ნათლულსაც კი არ სჯეროდა სირიუსის, მაგრამ ბლექი ისეთი კარგი და წმინდა აღმოჩნდა, რომ ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა ბაკბიკთან ერთად გააპარეს ჰოგვორტსიდან. სირიუსის სიკვდილზე კი მართლა ვიტირე, იგი ბელატრისამ მოკლა. მაგრამ სირიუს ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნები !

tumblr_mgja27r2qf1rflb22o1_500_large

დობი – თავისუფალი ელფი, ”დობის უყვარს ბატონი ჰარი პოტერი ! მან ხომ დობი გაათავისუფლა, დობის ძალიან უყვარს ჰარი პოტერი, ალბათ ამიტომაც შეეწირა მისი სიცოცხლე,  მან სიკვდილისგან იხსნა ჰარი და მისი მეგობრები, თვითონ კი იმ ქვეყნად წავიდა. თაკოს ძალიან უყვარს თავისუფალი ელფი – დობი !

tumblr_loz90h5WxY1qmd795o1_500_large

         ალასტორ მუდი – მრისხანეთვალავ ! მე თქვენ მიყვარხართ ! ძალიან მიყვარხართ ! თქვენ ისეთი კარგი ხართ, თითქმის მაშნ შემიყვარდით, როცა ჰოგვორტსში იყავით. მიყვარს თქვენი  წესები, თქვენი პროფესიონალიზმი, ასევე ვწუხვარ თუ როგორ გარდაიცვალეთ, არადა როგორი კარგი იქნებოდა ჰოგვორტსის ბრძოლაში მიგეღოთ მონაწილეობა.

tumblr_m6jllqNdI41qkna4so1_500_large

           ბუ ჰედვიგი – ჰარის ბუ, როგორ მიყვარდა, თეთრი, თვალშისაცემი, ფუმფულა,ასევე ვწუხვარ მისი სიკვდილის გამო !

tumblr_mdpbbeTenQ1r658q8o1_500_large

       ჰარი პოტერის უახლოესი მეგობრები იყვნენ რონი და ჰერმიონი , ჰარი საკუთარ მშობლებად თვლიდა მოლის და არტუს უისლებს, იგი ზაფხულობით მიდიოდა ბუნაგში, სადაც ყველაზე კარგად ატარებდა დროს .

რაც შეეხება ლუპინს, ბილის, ფლერს, ” მუდის’, ”დობის”, აბერფოტის, ნევილის, ლუნას, ჯინის, ფრედის, ჯორჯის, ტონქსის და ჰაგრიდის, ფენიქსის ორდენის, ასევე ძალიან მიყვარხართ, თქვენ ჩემი ბავშვობა შეცვალეთ, მე როგორც თქვენ ისე განვიცდიდი ყველაფერს.

” ასევე ვტიროდი, როგორც ჰაგრიდი, როცა რიტამ მისი გოლიათური წარმოშობის ისტორია დაწერა .”

” ვთამაშობდი ქვიდიჩს ”

ვსწავლობდი რუნერს, ჰერბოლოგიას და ტრანსფიგურაციას .. ”

” დავდიოდი კარვით ჰარისთან რონთან და ჰერმიონთან ერთად ”

”ვებრძოდი ვოლდემორს, ვანადგურებდი ჰორკრუქსებს ”

” ვთამაშობდი ჰარისთან ერთად სამი ჯადოქრის ტურნირს ”

”ვიბრძოდი ჰოგვორსტსში ფარისთან ერთად !

” ვებრძოდი ბასილისკოს ”

” ჰარისთან ერთად აღმოვაშინე ფილოსოფიური ქვა ”

This slideshow requires JavaScript.

პოტერომანია


ისევ პოტერი, დღეს სახლში მოვიტანე წიგნი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი მამაჩემი განცვიფრებას აღარ იყო :

– რა იყო შვილო, მერამდენჯერ უნდა წაიკითხო , მაგაზე კარგი წიგნი ვერ ნახე?  წაიკითხე არსენა მარაბდელი, (ვიღიმი ), როგორ იწრთობოდა ფოლადი

– მშობელო მამა (ვიღიმი) არსენა მარაბდელს ვერ გავიგებ მასწავლებელმა მითხრა ასე (აქაც)

– შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ( მიდის და თავის თვის ლაპარაკობს მე ისევ ვიღიმი )

ასე და ამ გვარად სახლში მოვიტანე/მოვაბრძანე ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი ( ხაზი გავუსვათ მის სისქეს )

არვიცი რატომ მაგრამ როცა ჩემა პარალელურმა კლასელმა ( მეგობარმა) ბიბლიოთეკიდან ჰარი პოტერის წიგნი გამომატანინა მაშინ დაიწყო ყველაფერი რაღაც უხილავმა ძალამ შეიწოვა ჩემი სული (დემენტორებმა ) გავიგე მისი სული ჭეშმარიტებისა და აპოთეზი სრულიერებისა მე შემიყვარდა იგი (როგორც დუმბაძე იტყოდა) მოვწყდი გარე სამყაროს ყველაფერს და დღეს გადმეორდება იგივე განცდა და იგივე მოქმედება როცა მე დავოწყებ კითხვას. როცა ვკითხულობ თავი მგონია მაგიისა და ჯადოქრების სკოლა ჰოგვორსტში, მგონია თავი ჰარის და მისი მეგობრების გვერდით , წარმოვიდგენ გმირებს და ვბაძავ მათ, ზოგჯერ რაღაც თვისებებს ვამჩნევ, როგორც მსგავსებას ისე განსხვავებას. ეს ყველაფერი დაიწყო ალბათ 2 წლის უკან. და იცი რაა დღეს 2 მარტს  იუბილეა ჩემი პოტერომანიის.