უცნაური სიზმარი

tumblr_mh5brxXjiJ1rmxf32o1_400_large

ოთახში … ლამფის შუქი ბჭუტავს .. თვალები ამტკივდა, ყველაფერი მტკივა, გული, ფილტვი, თვალი, ყელი .. თვალის ტკივილს მხოლოდ ის აჩერებს რომ გარედან მთვარის შუქი შემოდის .. ისე მკაფიოდ რომ ჩემ ყურადღებას იპყრობს… ვიხედები ფანჯარაში .. მიზიდავს .. მთვარის შუქი თითქოს მეძახის… ვაღებ ფანჯარას .. ვადგავ ფეხს უსასრულობაში, მიკვირს, ვერ ვხვდები რატომ არ ჩავვარდი დაბლა მე ხომ ფანჯრიდან სრულ უსასრულობაში გადავდგი ნაბიჯი?!

ვუახლოვდები მთვარეს .. უკვე მივედი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს ..  აქ ხომ ყველაფერია რაც ჩემს ოცნებაში?! აქ არიან პატრა ბაჭიები, ბევრი წიგნები, საოცნებო სახლები, ჰო ზუსტად ისეთი როგორიც პეპის აქვს და რაც მთავარია ის იქ არის ..

ჩემს გაოცებას და აღმაფრენას საზღვარი არ აქვს, მივედი მასთან, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავ.. ის წავიდა, რაღაც ძალამ მეც წამიყვანა, მივდივართ.. გავიარეთ რაღაც ზღუდე, შემდეგ ჩავედით არარსებულ კიბეზე.. უცბად გაჩერდა, მეკითხება:

–        რატომ მოხვედი ჩემთან ? აქ რა გინდა? აქ ხომ ყველა გიჟია ?

–         მე მინდა ვიყო გიჟი, აქ კი მთვარის შუქს გამოვყევი, რომელიც ისე მკაფიოდ იჭრებოდა ჩემს ოთახში რომ თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს რაღაცას მაგრძნობინებდა, იცოდა რომ ჩემი ადგილი აქ არის და არა იქ დედამიწაზე..

–        კარგი ❤

უცბად, თვალები დახუჭა  და ჩამეხუტა, შემდეგ მაკოცა ისე ნაზად ისე ფაქიზად .. დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა…

მე გავიარე ჩემი ოთახის კარი.. ჩავედი კიბეზე.. იქ კი ბებიაჩემი დამხვდა, რომელიც მეხუტება და მკოცნის.. ეს იყო სიზმარი თუ  აგონია ?!

ჩემს ოთახში მეღვიძება კვლავ მაბრმავებს მთვარის გრაციოზული შუქი, თითქოს მეუბნება რაღაცას, თითქოს ფიქრობს ჩემთან ერთად რაღაც სიგიჟეზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია .. ..