ბიჭი, რომელიც გადარჩა, დიახ მკითხველო ბიჭი , რომელმაც სძლია მსოფლიოში უძლიერეს ბოროტ ჯადოქარს ”ვოლდემორს’ , მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი, შეუდარებელი ჯადოქარი იყო დამბლდორი, როცა ვკითხულობდი იმ თავს სადაც ალბუსი კვდებოდა გული მეკუმშვებოდა, მწყინდა, მაგრამ ალბუსმა თავისი სიკვდილი ხომ, იმიტომ გაითამაშა რომ ვოლდემორს დაეჯერებინა სნეიპის ერთგულება .(ერთ–ერთი მიზეზე სიკვდილის )
სნეიპი – დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ბოროტი პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლო ნაწილში, როდესაც იგი სიკვდილის ირასაა მისული და ჰარის ფიქრებს უტოვებს, მაშინ იცვლება სევერუსის მიმართ ჩემი განწყობა. სევერუს შენ არაფერ შუაში არ ხარ, მერე რა რომ ლილი გიყვარდა, მერე რა რომ ჯეიმსი მაგის გამო გადაიმტერე !
სირიუს ბლექი – თავიდან თვით ნათლულსაც კი არ სჯეროდა სირიუსის, მაგრამ ბლექი ისეთი კარგი და წმინდა აღმოჩნდა, რომ ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა ბაკბიკთან ერთად გააპარეს ჰოგვორტსიდან. სირიუსის სიკვდილზე კი მართლა ვიტირე, იგი ბელატრისამ მოკლა. მაგრამ სირიუს ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნები !
დობი – თავისუფალი ელფი, ”დობის უყვარს ბატონი ჰარი პოტერი ! მან ხომ დობი გაათავისუფლა, დობის ძალიან უყვარს ჰარი პოტერი, ალბათ ამიტომაც შეეწირა მისი სიცოცხლე, მან სიკვდილისგან იხსნა ჰარი და მისი მეგობრები, თვითონ კი იმ ქვეყნად წავიდა. თაკოს ძალიან უყვარს თავისუფალი ელფი – დობი !
ალასტორ მუდი – მრისხანეთვალავ ! მე თქვენ მიყვარხართ ! ძალიან მიყვარხართ ! თქვენ ისეთი კარგი ხართ, თითქმის მაშნ შემიყვარდით, როცა ჰოგვორტსში იყავით. მიყვარს თქვენი წესები, თქვენი პროფესიონალიზმი, ასევე ვწუხვარ თუ როგორ გარდაიცვალეთ, არადა როგორი კარგი იქნებოდა ჰოგვორტსის ბრძოლაში მიგეღოთ მონაწილეობა.
ბუ ჰედვიგი – ჰარის ბუ, როგორ მიყვარდა, თეთრი, თვალშისაცემი, ფუმფულა,ასევე ვწუხვარ მისი სიკვდილის გამო !
ჰარი პოტერის უახლოესი მეგობრები იყვნენ რონი და ჰერმიონი , ჰარი საკუთარ მშობლებად თვლიდა მოლის და არტუს უისლებს, იგი ზაფხულობით მიდიოდა ბუნაგში, სადაც ყველაზე კარგად ატარებდა დროს .
რაც შეეხება ლუპინს, ბილის, ფლერს, ” მუდის’, ”დობის”, აბერფოტის, ნევილის, ლუნას, ჯინის, ფრედის, ჯორჯის, ტონქსის და ჰაგრიდის, ფენიქსის ორდენის, ასევე ძალიან მიყვარხართ, თქვენ ჩემი ბავშვობა შეცვალეთ, მე როგორც თქვენ ისე განვიცდიდი ყველაფერს.
” ასევე ვტიროდი, როგორც ჰაგრიდი, როცა რიტამ მისი გოლიათური წარმოშობის ისტორია დაწერა .”
” ვთამაშობდი ქვიდიჩს ”
”ვსწავლობდი რუნერს, ჰერბოლოგიას და ტრანსფიგურაციას .. ”
” დავდიოდი კარვით ჰარისთან რონთან და ჰერმიონთან ერთად ”
”ვებრძოდი ვოლდემორს, ვანადგურებდი ჰორკრუქსებს ”
” ვთამაშობდი ჰარისთან ერთად სამი ჯადოქრის ტურნირს ”
”ვიბრძოდი ჰოგვორსტსში ფარისთან ერთად !
” ვებრძოდი ბასილისკოს ”
” ჰარისთან ერთად აღმოვაშინე ფილოსოფიური ქვა ”
This slideshow requires JavaScript.