UNpeople

ყველაზე საშინელი იცი რა არის? როცა ბლოგი გავაკეთე მაშინ არავინ მყავდა, ბლოგმა ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო, ზოგიერთი ახლა მეგობარიც კი არის, მერე ბლოგი მივივიწყე და ადამიანები ისევ წავიდნენ, ახლა ისინი ადამიანებიც კი აღარ არიან. ცუდად მხდის ჩემს გარშემო სხვა ადამიანების ღიმილიანი სახე, აღარ მინდა, დავიღალე. 1-2 წლით რომ დამაძინა ზამთრის ძილით არ იქნებოდა ურიგო.

ვერ ხვდებით ?

ბოღმა მახრჩობს, რომ დღეს მარტო ვარ, ცრემლები ნელნელა თანაბრად მაგრამ აჩქარებულად მოდის, ბაგეს უერთდება და ისევ ქვესკნელში უჩინარდება.

მიჭირს ყოველი დღე შენს გარეშე, მიჭირს როცა შენ არსებობას ვიხსენებ და ვხვდები რომ კარგად ხარ, უკვე 1 თვე გახდა და თავს ვაჯერებ, რომ კარგად ვარ. ჟანგბადი მჭირდება, გული მეკუმშვება.

ადამიანები არარაობები ვართ!!!

არარაობა ხარ შენც, იცი მაგრამ ეს გააკეთე?!

– ……………….

დარჩენილიყავი რა იქნებოდა. მაგრამ შენ ამბიციური ბოზი ხარ, თავში ავარდნილი ნაბიჭვარი

.

კაბა

1910604_751649908215827_4654392115293665626_n

ვიყურები ფანჯრიდან, მიდი-მოდის, ბუზივით ბზუის, ღორივით ყარს. მე ფრანგი ვარ, მაგრამ აქ საიდან მოვხვდი არ ვიცი, არაა ვიცი. აქ თვითმფრინავიდან მოვხვდი. საფრანგეთში თბილა, ყველას ერთმანეთი უყვარს, აქ კიდევ სულ თოვლიანია არე-მარე,  სულ არყის სუნი დგას და სულ ყინვაა, თითქოს ადამიანებსაც გაყინული აქვთ გულები, ემოციები, სახეები, ყურები და უფრო მეტად ცხვირი, პატარა კურნოსა წითელი ცხვირები შემოდიან მაღაზიაში მათვალიერებენ,მაგრამ მე ფრანგი ვარ და ძვირი ვღირვარ, ამათ კი 100 გრამი არყის ფული აქვთ მხოლოდ. მე კი ველოდები ვინმეს ვინც გამოჩნდება წამიყვანს თავისთან და მუდამ ერთად ვიცხოვრებთ სანამ ზედმეტი სიმსუქნე არ დაგვაშორებს.

პატარა დარბაზია, ვზივარ წინ და ვუყურებ როგორ თამაშობს ლამაზი გოგონა კაბის როლს, ვზივარ და მიხარია სავსეა პატარა დარბაზი, მაგრამ მწყინს ზემოთ მსხდომი პატარა ბავშვების, რომლებიც კაბის ყურების გარდა ყველაფერს აკეთებენ, ამ მომენტში კი Alpen Gold-ის გახსნას ცდილობენ.

სამხრეთელია ის გოგო, ტატა ჰქვია. დედას ნუნუ, მეორედ ვარ უკვე თვითმფრინავში.

ტატა 16-17 წლის გოგოა, და ფრანგული კაბა თავს იწონებს მის ახლად შევსებულ მკერდზე და თეძოებზე.

ვუყურებ და გაოცებული ვარ ისეთი ამაღელვებელია, კაბა რომელიც ლაპარაკობს, თან ფრანგული და ასეთი მშვენიერი.

კლუბში ვიყავი. იმდენი ბიჭი ეცეკვა ტატას. თან ისეთი ამაღელვებელი იყო მათი შეხება. ჟრუანტელი დადიოდა მთელ სხეულში, მერე ცოტა დავლიეთ, არა ცოტა არა ბევრიი დავლიეთ, ნუნუ კიდევ ჩხუბობს. ტატა თავის ოთახშია, კედლისკენ გადაბრუნებული, მე ისევ გარდერობში ვარ, ეს ჯინსი რა ცნობისმოყვარეაააა. არაფერსაც არ ვეტყვი.

P.s მგონი მკერავს, ნწნწ

გადის დრო ტატა და მე ტატას შეყვარებულან ერთად ქალაქგარეთ მივდივართ, მეშინია.

რა ველურია, რამის დამაზიანა, ბუხართან ვაგდივარ. არ მინდა აქ.

ტატას ნუნუ ეჩხუბება.

გადის დრო

ბავშვი.

..

მე ?! მე დავბერდი წლები ამერია, მაგრამ ისევ ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორც მაშინ ცივ ქალაქში, სადაც წითელ ცხვირიანი ადამიანები დადიან არყის სუნით გაბრუებულნი..

ბავშვი გაიზარდა, მე თეთრეულებში გამამწესეს.

კაბა რომ არ ვყოფილიყავი ვიოლინო ვიქნებოდი, ბავშვს უყვარს ვიოლინო.

ყველგან ვიოლინიო, დიდი დარბაზია, თბილა, დღეს მე და ვიოლინო ერთმანეთს შევხვდებით და ჩვენ ..

თითქოს ის წლები უკან დაბრუნდა, მე ისევ კაბა ვარ, რომელსაც ვიოლინო უყვარს და დღეს ნახავს.

სპექტაკლი კაბა და სარკე

სწავლა.

სწავლა, სკოლა, მასწავლებლები ჯერ სულ რაღაც 1 კვირაა რაც ეს ამბავი ხდება, მაგრამ უკვე დავიღალე. სკოლაში სიარულს მოვუკელი, იმის გამო რომ მასწავლებლებთან ვეღარ ვასწრებ, დღეში საშუალოდ 2-3 მასწავლებელი მაქვს. პირწიგნაკი გავაუქმე, აზრი არ აქვს, დავისვენებ თავისუფალ დროს ფილმის ყურებით და არა ფბ-ს სქროლვით, საერთოდ არ მენატრება, ან უბრალოდ დრო არ მაქვს რომ მომენატროს ^^

Tako_o1998 ჩემი სკაიპიაა და შეგიძლიათ აქ მომწეროთ ხოლმე ვისაც გაგახსენდებით და მისურვოთ წარმატებები გამოცდებში.

adventure


(ჩართეთ და ისე წაიკითხეთ )

წლევანდელი არდადეგები და ზაფხული იყო ჩემთვის ურთიერთობა Continue reading

BIAFF-ზე იმედია პირველად

424537_375485739137034_142591185759825_1454926_1842836791_n2

ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალი, რომელიც გაიმართება 14-21 სექტემბერს ბათუმში. 

ფესტივალი 2006 წლიდან აქტიურად იმართება ყოველ წელს და აცხადებს ბლოგერებისთვის კონკურსს, კონკურსის პირობები ასეთია

  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება ( + )
  • უნდა დაგრეგისტრირდეს აქ (http://goo.gl/cxAMX) (+)
  • ბლოგზე უნდა ჰქონდეს კინო ფესტივალის ფოტო განთავსებული  და მინიმუმ ერთი პოსტი ბიაფის შესახებ. (+)

ფესტივალის განმავლობაში აქტიურად უნდა აშუქებდეს მომხდარ მოვლენებს და ა.შ

იჩქარეთ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 აგვისტო. 

მე თუ გავიარე აკრედიტაცია, მექნება პრივილეგია დავესწრო პრესკონფერენციებს, მასტერკლასებს, ჩავწერო ფესტივალის ჟიური, ასევე სტუმრები და ორგანიზატორები. მექნება მაისური და კატალოგიც ^_^ ასევე ბეჯიც.

  • ბიაფ პრიზი 3 ბლოგერისთვის

გარდა ამისა ბლოგერებისთვის არის კონკურსებიც, ვინც აქტიურად და ინტენსიურად გააშუქებს ბლოგზე ბიაფს,  ის მომავალ წელს ბათუის კინო ფესიტვალზე ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და ტრანსპორტირებას, საცხოვრებელ ადგილს ხარჯებს ბიაფი უზრუნველყოფს, ისინი მოწვეულნი იქნებიან როგორც ბიაფის გახსნაზე ისე დახურვაზე. 

  •    სასტუმრო რჩეული ვილას ქსელისპრიზი 

გამარჯვებულ 3 ბლოგერს ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის

  •   კინოფესტივალის პარტნიორი ტურკომპანიის პრიზი  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში 

საკონტაქტო ინფორმაცია : press@biaff.org, მობ: 574 482 181 

სპონსორები : საქართველოს ეროვნული კინოცენტრი,ბათუმისსაერთაშორისო საკონტეინეროტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“

მხარდამჭერები: კინოთეატრი „აპოლო“,  პოლონეთისფილმებისინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, 

მედია პარტნიორები:  რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია,  გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, FILM PRINT ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

თბილისური თავგადასავალი

IMG_3215 Continue reading

blaaaaaaaaaah

რამდენი რამ მოხდა, შევიცვალე, ჩემ თავს მე თვითონ ვეღარ ვცნობ ყველაფერზე ვღიზიანდები და ყველასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს გოგოებთან, მაღიზიანებენ ეს გოგოები, ბიჭები არა. ბიჭებს უფრო ვუგებ რა ვქნა? არ ვიცი.

ამ ბოლო დროს კი იცით რას დავაკვირდი, მეც ვიყავი მასეთი და ალბათ ჩემზეც ნერვები ეშლებოდათ ხალხს როცა იგივეს ვაკეთებდი და შეიძლება ეხლაც ეშლებათ ნერვები მაგრამ არაუშავს მწყერი შეიწვან. ეს დღეებია ბევრ ტრენინგს დავესწარი და ყველა ტრენინგზე მიწევს ჩემი თავის შესახებ რამის თქმა, მიუხედავად იმისა რომ მაქვს ბევრი წარმატებები და ბევრგან ვარ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჰობი, გატაცება, ბლოგი და ა.შ რაღაც მაქვს რაც ჩემს წარმატებაზე მიუთითებს არ ვამბობ, ამოჩემებული მაქვს ერთი რაღაც

მოგესალმებით მე ვარ თამარ ჯაბაური, ქალაქ გორის #4 საჯარო სკოლიდან, ამჟამად პროფესია არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან ამ თემაზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ და ჩემი ყველა მოფიქრებული პროფესია აბათილებს ერთმანეთს, ხომ კიდევ მინდა ტაქსისტობა საქართველოში.

არადა, ჩემზე უარესები იმდენ რამეს იტყვიან ყველა იმათ უფრო აქცევს ყურადღებას და ისინი უფრო ზენიტში არიან. მაგრამ ესეც მკიდია. ეხლა ამას რომ ვწერ ესეც მკიდია :დ მიუხედავად იმისა რომ სასწავლი მაქვს მაინც ამას ვწერ.

PROBLEMS PROBLEMS PROBLEMS …….. >.<