მზე, ზღვა და ჯეოსელი.

ყველა ადამიანს თუ ინდივიდს აქვს საყვარელი ადგილი, რაც ასხენებს მის წარსულს, ტკბილ მოგონებებს სიყვარულზე თუ მეგბრობაზე. მეც მაქვს ბევრი საყვარელი ადგილი. საერთოდ იმ ადგილის გენიალურობას მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა დრო გადის, გაივლი იმ გზით მიხვალ იმ ხესთან თუ სკამთან და გაგახსენდება ყველაფერი დაწვრილებით. მეც მახსენდება, როგორ მივდიოდით იმ ხესთან, უკვე გაზაფხული იყო, თითქმის 1 წლის უკან, გაზაფხულის სურნელი და აყვავებული ხეები თავს იწონიდნენ, ტყემალი იყო თუ ალუჩა არ ვიცი, მაგრამ ხე იყო, არც ისე დიდი, არც ისე აყვავებული, კლდოვან ფერდობზე ამოსული. გვერდით გაზის მილი გადიოდა, ლამაზ ხეს ბუნებრივი აირი აბინძურებდა და გვერდს უხმობდა, გვერდით დანგრეული სახლი იყო, პირდაპირ კი ომგადავლილი, ერთდროს ორ სართულიანი ხის სახლი, ახლა კი ოთხ სართულიანი ქვითკირით ნაგები სახლი, თავისი თეთრი ძაღლით და თევზებით. ყოველ დღე მივდიოდით, საღამოს, ვუყურებდით მზის ჩასვლას ერთხელ ჩემი ძველი ტელეფონითაც კი გადავირეთ მზის ჩასვლა, ვიჯექით მაღლა და დაბლიდან ვუყურებდით გამვლელებს, ბავშვებს რომელიც ბურთით თამაშობდნენ, მაგრამ ის ვიდეო ვერ შევინახეთ, ვთქვით რომ მომავალ დღეს გადავიღებდით.
ორივეს გვიყვარს ტყემალიც და ალუჩაც, ჯიბეებს ვიტენიდით ვკრეფდით ვკრეფდით მერე მილზე ჩამოვსხდებოდით და ვუყურებდით მზის ჩასვლას, იცი როგორ მომენატრა ის დრო, ახლა იქ რომ მივდივარ ხე მარტო დგას, არც ტყემალია და არც ალუჩა, არც მზეა და არც ბავშვები, არც ის დიდი ძაღლი, ყოველთვის რომ ყეფდა, როცა მივდიოდით. ყველაფერი შეიცვალა, ალბათ იმ ხესთან აღარც მივალთ. გავიზარდეთ?! ალბათ ხე მოგვწყინდა, ეხლა უკვე სხვა ადგილები გვიზიდავს და გვიპყრობს, ან სულაც კომპიუტერი. წიგნი. ზაფხული მოვა მალე. და მე ისევ მივალ იქ, მე ისევ ვუყურებ მზის ჩასვლას და მე და შენ ისევ ვიქნებით მეგობრები. თაკო აქა გვანცა აქა ჭირი იქა ცუდიც იქა. ❤

Advertisements

ტკივილი თვალებში, ტკივილი ხელებში

ის ჯერ ბავშვია, სკოლაში სწავლობს. დედა უყვარს. ძალიან უყვარს. მამაც უყვარს მაგრამ ვერ ურთიერთობს. ბავშვურად სახლიდანაც კი გაიქცა მამასთან ჩხუბის გამო. მაგრამ დედას ესმის, დედამ იცის, რომ თეკლა კარგი გოგოა, რომ ის ყველაზე კარგი გოგოა, რომ ის ყოველთვის ყველაზე კარგი იქნება და რომ დედა ყოველთვის ეყვარება. ის ოცნებობს, ბევრ რამეზე ოცნებობა და სულ ოცნებობს, მაგრამ მოუწევს გაიზადროს, მოუწევს გამოვიდეს ოცნებებიდან და უნდა თუ არ უნდა ეს მაინც ესე მოხდება. მას ხომ დღეს დედა მოუკვდა. მე კი მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა და ალბათ კიდევაც მეყვარება. არ შემიძლია ამის ყურება, არ შემიძლია მისი ცრემლიანი თვალების და აკანკალებული ხელების ნახვა, არ შემიძლია მივიდე და ვუთხრა… თუმცა რა უნდა ვუთხრა. მოკლედ. თეკლას დედა უყვარს. მე თეკლა მიყვარს.

მისტერ რექსი ?

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა რექსი დავიმატე მეგობრებში, მერე წამოვიდა ჩემი მეგობარი ბლოგერების მხრიდან მისტერ რექსის მისამასრთით დაწერილი პოსტები, ხოდა მე რის თაკო ვარ რომ არ გამეგო რატომ წერს მასიურად ყველა მისტერ რექსიზე პოსტებს, ხოდა ავდექი და არც ვაციე არც ვაცხელე მივწერე თვით იმას! არა მთლა იმას კი არა რექსის მივწერე რექსის.
Screenshot_2 Continue reading

Facebook-მა რა ჰქნმა?!

ეს წიგნი ბლოგპოსტების პირველი კრებულია საქართველოში. მასში თავმოყრილია ქართვეი ბლოგერების პოსტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა facebook-ზე TBC Smart Club-ის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში და ასევე პოსტები, რომლებმაც სპეციალურად კრებულისთვის იქნა გამოგზავნილი. აღნიშნული ბლოგპოსტების შეირჩა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ. Continue reading

შუშების ომი

პოსტი, ძველი ბლოკნოტიდან მახსოვს ჟურნალისტიკის სტუდიაში წიგნის განხილვა გვქონდა. ჩვენივე თანაქალაქელი ვანო ჩხიკვაძის შუშების ომი, მაშ ასე მე ვიწყებ :

დედაქალაქი ცოცხლობს, ცხოვრობს, ჩაბმულია საქმიან მოლაპარაკებებში, ხვდება და აცილებს დელეგაციებს, დაჰქრის სამთავრობო და წინ, ქალაქის ბრტყელშუბლა მერისგან შეურაცხყოფელი “ქართლის დედა” .. თუმცა მთელი საქართველო რომ დაღონდეს და დედაქალაქი სულაც მარტო დარჩეს, მერე რა “მეგობარი ქვეყნები” ერთ ქალაქ-სახელმწიფოს ვეღარ შეინახავენ?

აქ, დაპყრობილ ქალაქში, ერთი მეწაღე მუშაობდა და სიხარულით ლამის გული გამისკდა, თბილისში კი რამდენი ასეთი სიხარულია.

რაც შეგვეხება ჩვენ.. ჩვენ.. ჩვენთან კერ კიდევ წკრიალებენ ნანგრევებში ჩამარხული მობილურები, არ შემშრალა კედლებს შენთხეული სისხლი და ტვინი, საკუთარ, მოწყვეტილ ფეხებს დაჰყურებს აკივლებული ქალი და ჭირისუფალი მამა ბედნიერია, რომ სხვებისგან განსხვავებით მის გარდაცვლილ შვილს, თავი მაინც შერჩა მხრებზე…

გავიმარჯვეთ..! გაიმარჯვეს თუ არა, ამ ხალხს ჰკითხონ.. ეჰ, თუკი მსოფლიო გადარეულა, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ.. ხომ  ხედავთ, ვიქტორ პეტროვიჩ, აქეთაც  კარგია მაგრად ასხიათ. ტერფიდან კენწერომდე არიან დახუნძლულები.

ოი, “Боже царья храни!..””

“ბაქანის თავისკენ წავედით, თუმცა ვინ იცის. თავი საით არის, ვისთვის  ბოლოა- თავი, ვისთვის პირიქით, თავია -ბოლო. მთავარია შენ საიდან მიდიხარ, საითკენ გაქვს გეზი. ერთ დღეს მეც წავალ, როცა გავარკვევ ამ ბაქანს საით აქვს თავი და ბოლო. წავალ და აქ აღარავინ დარჩება.

უბის წიგნაკიდან..

7/09/1992

“ხედავ, როგორ იქუფრება ჩვენი საავდრო ცა? – აი შენ კი მეუბნები, სინათლზე გავდივართო. არა, ჯერ მხოლოდ ახლა შევრგეთ თავი, უშველებელი, ბნელი გვირაბი გვაქვს გასასვლელი და ღმერთმა ქნას მშვიდობიანოდ გავაღწიოთ, მაგრამ არა მგონია..

2013 – შეჯამება

გულმავიწყი ვარ რა. შეჯამების დაწერა მინდა და აღარ მახსოვს რა მოხდა ამ წელს, მოდი რაც მახსოვს იმას ვიტყვი.
რაღაც მომენტები კი მახსოვს მაგრამ არ ვიცი ის 2013ში მოხდა თუ 2012ში.
ზოგადად ვიტყვი, რომ ეს წელი არც ისე კარგი იყო, ცოდნის მხრივ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ვიყავი ბანაკში, ერთხელ ვიყავი ბანაკში და ისიც რა ბანაკი იყო, რანაირი ხალხი, მოკლედ ყველაფერი იდიოტური მე უნდა შემხვდეს, ბლოგერების კონკურსში მოვიგე და მაჩუქეს პლანშეტი, რომელიც ამ მომენტში ჩემ ძმას აქვს, ეკრანი არის საშინლად გაკაწრული და ძაან ბანძრად არის რა. მქონდა ზაფხულიიი, უუხ ისეთი რომ ნუ იტყვით. სოფელში ვიყავი სადღაც ერთი კვირა, ყოველ დღე სიმინდის მოპარვა/შეწვა/ჭამე.
DSCN1552 Continue reading