summer

IMG_8133

მიდის ზაფხული მიდის და არც მინდა იმაზე ფიქრი რომ სკოლაში მომიწევს მისვლა, აი ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად არ მინდა ეს არის სკოლა, კედლები, მასწავლებლები ზედმეტი თავისტკივილი და 11 კლასი, გოგოჩა და რომანტიკოსები, ორგანული ქიმია და ფიზიკა >.<
აგვისტოს პირველია დღეს ხვალ ლუდის ფესტივალია გორში, ნეტავ იქნება ისეთი კარგი როგორც შარშან იყო?! არ მგონია. მინიმუმ კარგი მუსიკა უნდა იყოს რომ გაერთო და ლუდი, რომელიც ძვირია და 2 ბაკალზე მეტს ვერ დალევ?! რატომ უნდა ჩამოიყვანო ანა კეკუა და გიორგი სუხიტაშვილი, როცა არსებობს არა, ან LOUDspeaker-ი არ მესმის.
ხო 30 მაისის მერე პოსტი არ დამიწერია, რომ ვუყურებ ბლოგერების ჯგუფებს არც ისინი აღარ წერენ. ჩაკვდა სასტავი, შარშან წინ ზამთარში იყო ურთიერთობა ბლოგერების ჯგუფებში, მერე გაიცნეს ერთმანეთი მიხვდნენ როგორი იდიოტებიც არიან ერთად გააკეთეს ცალცალკე ჯგუფები დაიყვნენ სასტავებად და დაიკიდეს ბლოგი. ეგეც მიტყდება.
ამ პოსტს summer კი არა უნდა ეწეროს. უნდა ეწეროს სხვა რამე :დ
კაროჩე რა.
ამ ვირუსებმა ხო მომკლაა აღარ შემიძლია
შარშან ამ დროს ბანაკიდან მოვდიოდი და ბავშვები უკვე ჰენგაუთში ვიყავით, წელსაც ვიყავი ბანაკში მაგრამ რიავიი რიავიი რიავიიი, რთული იყო 100 ადამიანთან ურთიერთობის დამყარება და მე რომ ურთიერთობა არ დავამყარო ცუდად ვხდები და სიცხე მიწევს :დ შემდეგ იყო კიდევ ერთი ურთიერთობა ბორჯომის პახოდის სახით. ხვალ იქნება ურთიერთობა ?! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას :)) ეხლაც არ ვიცი რა გავაკეთო და დავპოსტე ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s