კაბა

1910604_751649908215827_4654392115293665626_n

ვიყურები ფანჯრიდან, მიდი-მოდის, ბუზივით ბზუის, ღორივით ყარს. მე ფრანგი ვარ, მაგრამ აქ საიდან მოვხვდი არ ვიცი, არაა ვიცი. აქ თვითმფრინავიდან მოვხვდი. საფრანგეთში თბილა, ყველას ერთმანეთი უყვარს, აქ კიდევ სულ თოვლიანია არე-მარე,  სულ არყის სუნი დგას და სულ ყინვაა, თითქოს ადამიანებსაც გაყინული აქვთ გულები, ემოციები, სახეები, ყურები და უფრო მეტად ცხვირი, პატარა კურნოსა წითელი ცხვირები შემოდიან მაღაზიაში მათვალიერებენ,მაგრამ მე ფრანგი ვარ და ძვირი ვღირვარ, ამათ კი 100 გრამი არყის ფული აქვთ მხოლოდ. მე კი ველოდები ვინმეს ვინც გამოჩნდება წამიყვანს თავისთან და მუდამ ერთად ვიცხოვრებთ სანამ ზედმეტი სიმსუქნე არ დაგვაშორებს.

პატარა დარბაზია, ვზივარ წინ და ვუყურებ როგორ თამაშობს ლამაზი გოგონა კაბის როლს, ვზივარ და მიხარია სავსეა პატარა დარბაზი, მაგრამ მწყინს ზემოთ მსხდომი პატარა ბავშვების, რომლებიც კაბის ყურების გარდა ყველაფერს აკეთებენ, ამ მომენტში კი Alpen Gold-ის გახსნას ცდილობენ.

სამხრეთელია ის გოგო, ტატა ჰქვია. დედას ნუნუ, მეორედ ვარ უკვე თვითმფრინავში.

ტატა 16-17 წლის გოგოა, და ფრანგული კაბა თავს იწონებს მის ახლად შევსებულ მკერდზე და თეძოებზე.

ვუყურებ და გაოცებული ვარ ისეთი ამაღელვებელია, კაბა რომელიც ლაპარაკობს, თან ფრანგული და ასეთი მშვენიერი.

კლუბში ვიყავი. იმდენი ბიჭი ეცეკვა ტატას. თან ისეთი ამაღელვებელი იყო მათი შეხება. ჟრუანტელი დადიოდა მთელ სხეულში, მერე ცოტა დავლიეთ, არა ცოტა არა ბევრიი დავლიეთ, ნუნუ კიდევ ჩხუბობს. ტატა თავის ოთახშია, კედლისკენ გადაბრუნებული, მე ისევ გარდერობში ვარ, ეს ჯინსი რა ცნობისმოყვარეაააა. არაფერსაც არ ვეტყვი.

P.s მგონი მკერავს, ნწნწ

გადის დრო ტატა და მე ტატას შეყვარებულან ერთად ქალაქგარეთ მივდივართ, მეშინია.

რა ველურია, რამის დამაზიანა, ბუხართან ვაგდივარ. არ მინდა აქ.

ტატას ნუნუ ეჩხუბება.

გადის დრო

ბავშვი.

..

მე ?! მე დავბერდი წლები ამერია, მაგრამ ისევ ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორც მაშინ ცივ ქალაქში, სადაც წითელ ცხვირიანი ადამიანები დადიან არყის სუნით გაბრუებულნი..

ბავშვი გაიზარდა, მე თეთრეულებში გამამწესეს.

კაბა რომ არ ვყოფილიყავი ვიოლინო ვიქნებოდი, ბავშვს უყვარს ვიოლინო.

ყველგან ვიოლინიო, დიდი დარბაზია, თბილა, დღეს მე და ვიოლინო ერთმანეთს შევხვდებით და ჩვენ ..

თითქოს ის წლები უკან დაბრუნდა, მე ისევ კაბა ვარ, რომელსაც ვიოლინო უყვარს და დღეს ნახავს.

სპექტაკლი კაბა და სარკე

Advertisements