კაბა

1910604_751649908215827_4654392115293665626_n

ვიყურები ფანჯრიდან, მიდი-მოდის, ბუზივით ბზუის, ღორივით ყარს. მე ფრანგი ვარ, მაგრამ აქ საიდან მოვხვდი არ ვიცი, არაა ვიცი. აქ თვითმფრინავიდან მოვხვდი. საფრანგეთში თბილა, ყველას ერთმანეთი უყვარს, აქ კიდევ სულ თოვლიანია არე-მარე,  სულ არყის სუნი დგას და სულ ყინვაა, თითქოს ადამიანებსაც გაყინული აქვთ გულები, ემოციები, სახეები, ყურები და უფრო მეტად ცხვირი, პატარა კურნოსა წითელი ცხვირები შემოდიან მაღაზიაში მათვალიერებენ,მაგრამ მე ფრანგი ვარ და ძვირი ვღირვარ, ამათ კი 100 გრამი არყის ფული აქვთ მხოლოდ. მე კი ველოდები ვინმეს ვინც გამოჩნდება წამიყვანს თავისთან და მუდამ ერთად ვიცხოვრებთ სანამ ზედმეტი სიმსუქნე არ დაგვაშორებს.

პატარა დარბაზია, ვზივარ წინ და ვუყურებ როგორ თამაშობს ლამაზი გოგონა კაბის როლს, ვზივარ და მიხარია სავსეა პატარა დარბაზი, მაგრამ მწყინს ზემოთ მსხდომი პატარა ბავშვების, რომლებიც კაბის ყურების გარდა ყველაფერს აკეთებენ, ამ მომენტში კი Alpen Gold-ის გახსნას ცდილობენ.

სამხრეთელია ის გოგო, ტატა ჰქვია. დედას ნუნუ, მეორედ ვარ უკვე თვითმფრინავში.

ტატა 16-17 წლის გოგოა, და ფრანგული კაბა თავს იწონებს მის ახლად შევსებულ მკერდზე და თეძოებზე.

ვუყურებ და გაოცებული ვარ ისეთი ამაღელვებელია, კაბა რომელიც ლაპარაკობს, თან ფრანგული და ასეთი მშვენიერი.

კლუბში ვიყავი. იმდენი ბიჭი ეცეკვა ტატას. თან ისეთი ამაღელვებელი იყო მათი შეხება. ჟრუანტელი დადიოდა მთელ სხეულში, მერე ცოტა დავლიეთ, არა ცოტა არა ბევრიი დავლიეთ, ნუნუ კიდევ ჩხუბობს. ტატა თავის ოთახშია, კედლისკენ გადაბრუნებული, მე ისევ გარდერობში ვარ, ეს ჯინსი რა ცნობისმოყვარეაააა. არაფერსაც არ ვეტყვი.

P.s მგონი მკერავს, ნწნწ

გადის დრო ტატა და მე ტატას შეყვარებულან ერთად ქალაქგარეთ მივდივართ, მეშინია.

რა ველურია, რამის დამაზიანა, ბუხართან ვაგდივარ. არ მინდა აქ.

ტატას ნუნუ ეჩხუბება.

გადის დრო

ბავშვი.

..

მე ?! მე დავბერდი წლები ამერია, მაგრამ ისევ ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორც მაშინ ცივ ქალაქში, სადაც წითელ ცხვირიანი ადამიანები დადიან არყის სუნით გაბრუებულნი..

ბავშვი გაიზარდა, მე თეთრეულებში გამამწესეს.

კაბა რომ არ ვყოფილიყავი ვიოლინო ვიქნებოდი, ბავშვს უყვარს ვიოლინო.

ყველგან ვიოლინიო, დიდი დარბაზია, თბილა, დღეს მე და ვიოლინო ერთმანეთს შევხვდებით და ჩვენ ..

თითქოს ის წლები უკან დაბრუნდა, მე ისევ კაბა ვარ, რომელსაც ვიოლინო უყვარს და დღეს ნახავს.

სპექტაკლი კაბა და სარკე

Advertisements

მეგობრობა გზად და ხიდად!

large Continue reading

რე–ფა–მი–დო–რე…

531497_488362964554459_883372677_n_large

ვზივარ დიდ დარბაზში, დარბაზს ყველა მხრიდან კარი აქვს, ისმის გრაციოზული ნოტების ხმა, სოლ–ფა–ლა–მი–რე–დო .. შორიდან დო მაჟორი იწონებს თავს. ჩემს პირდაპირ კარი ღიაა, მოჩანს დიდი ხეები, მოსიარულე არსებები. მე კი ვზივარ დიდ დარბაზში, დარბაზის კუთხეში შავი რიოალი მოჩანს, ჩრდილო–დასავლეთით კიბეა, რომელიც მაღლა ადის, ალბათ მაღლაც ასეთივე დიდი დარბაზია, იქნებ კედლებიდან თავს იწონებს მოცარტი, ბახი შოპენი .. დაბლა ისევ ისმის, რე–ფა–მი–დო–რე … ლა–ლა–მი–ფა .. არვიცი აქ საიდან მოვხვდი, ვის ველოდები ან საერთოდ რა დარბაზია ?!?!

tumblr_mh6ilq78Rk1ql3pazo1_400_large

ვხვდები, რომ ნელ–ნელა ვიძირები, ნელ–ნელა აღვიქვამ გრაციოზული ნოტების ხმას … ო, რა კარგია, როცა იცი რომ მიდიხარ, მაგრამ მაინც სახლში ხარ, მე არ ვიცი დაკვრა, მაგრამ მე ვუკრავ .. ლა–ფა–მი–რე–დო …

უცნაური სიზმარი 2

tumblr_mhaiwhui801s38dh5o1_500_large

          გადიოდა დრო, მე კი ყოველ საღამოს მთვარის გრაციოზულ შუქს მივყვებოდი იქ. სადაც ყველა ჩემნაირი გიჟი იყო… ყოველთვის იქ იყვნენ ტომი და ანიკა, მე კი ვეპატიჟებოდი მაჭკატებზე ვილა ”ყიყლიყოში”, მიყვარდა სუსნაობა და მურაბის მირთმევა, როგორც სახურავზე ბინადარ კარლსონს, იქ ყველა დაფრინავს როგორც პიტერ პენი Neverland-ში …

          ცხოვრება უხაროდა ყველას, ხშირად მე და ალალი გუგული ოსკარი ერთად ვმღეროდით, როგორ მიყვარდა როცა ოსკარი დაიწყებდა სიმღერას, მისი გრაციოზული ხმა ყველას მოსწონდა, აივნებიდან ხურდა ფულის წვიმა მოდიოდა მე და რასმუსი კი მხიარულად ვკრეფდით ხურდებს …

tumblr_mgzvph5pUL1qdblieo3_1280_large

            ერთ საღამოს კი იქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა .. ის საღამო იყო როცა მე გარდავიცვალე, როცა დედამიწაზე დასრულდა ჩემი ერთფეროვანი სიცოცხლე .. ასი გაზაფხული ვტანჯავდი ნათესავებს, ახლა კი მე მშვიდად განვისვენებ ნანგილიმაში ძმებ ლომგულებთან ერთად,  ალბათ შენც მოხვდები იქ, მაგრამ ამას დამსახურება უნდა, შენ უნდა იყო ისეთი მამაცი, ერთგული როგორც ძმები ლომგულები ..

უცნაური სიზმარი

tumblr_mh5brxXjiJ1rmxf32o1_400_large

ოთახში … ლამფის შუქი ბჭუტავს .. თვალები ამტკივდა, ყველაფერი მტკივა, გული, ფილტვი, თვალი, ყელი .. თვალის ტკივილს მხოლოდ ის აჩერებს რომ გარედან მთვარის შუქი შემოდის .. ისე მკაფიოდ რომ ჩემ ყურადღებას იპყრობს… ვიხედები ფანჯარაში .. მიზიდავს .. მთვარის შუქი თითქოს მეძახის… ვაღებ ფანჯარას .. ვადგავ ფეხს უსასრულობაში, მიკვირს, ვერ ვხვდები რატომ არ ჩავვარდი დაბლა მე ხომ ფანჯრიდან სრულ უსასრულობაში გადავდგი ნაბიჯი?!

ვუახლოვდები მთვარეს .. უკვე მივედი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს ..  აქ ხომ ყველაფერია რაც ჩემს ოცნებაში?! აქ არიან პატრა ბაჭიები, ბევრი წიგნები, საოცნებო სახლები, ჰო ზუსტად ისეთი როგორიც პეპის აქვს და რაც მთავარია ის იქ არის ..

ჩემს გაოცებას და აღმაფრენას საზღვარი არ აქვს, მივედი მასთან, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავ.. ის წავიდა, რაღაც ძალამ მეც წამიყვანა, მივდივართ.. გავიარეთ რაღაც ზღუდე, შემდეგ ჩავედით არარსებულ კიბეზე.. უცბად გაჩერდა, მეკითხება:

–        რატომ მოხვედი ჩემთან ? აქ რა გინდა? აქ ხომ ყველა გიჟია ?

–         მე მინდა ვიყო გიჟი, აქ კი მთვარის შუქს გამოვყევი, რომელიც ისე მკაფიოდ იჭრებოდა ჩემს ოთახში რომ თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს რაღაცას მაგრძნობინებდა, იცოდა რომ ჩემი ადგილი აქ არის და არა იქ დედამიწაზე..

–        კარგი ❤

უცბად, თვალები დახუჭა  და ჩამეხუტა, შემდეგ მაკოცა ისე ნაზად ისე ფაქიზად .. დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა…

მე გავიარე ჩემი ოთახის კარი.. ჩავედი კიბეზე.. იქ კი ბებიაჩემი დამხვდა, რომელიც მეხუტება და მკოცნის.. ეს იყო სიზმარი თუ  აგონია ?!

ჩემს ოთახში მეღვიძება კვლავ მაბრმავებს მთვარის გრაციოზული შუქი, თითქოს მეუბნება რაღაცას, თითქოს ფიქრობს ჩემთან ერთად რაღაც სიგიჟეზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია .. ..

ბიჭი , რომელიც ცოცხალი გადარჩა

16175_311513408948996_1730215944_n_large

ბიჭი, რომელიც გადარჩა, დიახ მკითხველო ბიჭი , რომელმაც სძლია მსოფლიოში უძლიერეს ბოროტ ჯადოქარს ”ვოლდემორს’ , მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი, შეუდარებელი ჯადოქარი იყო დამბლდორი, როცა ვკითხულობდი იმ თავს სადაც ალბუსი კვდებოდა გული მეკუმშვებოდა, მწყინდა, მაგრამ ალბუსმა თავისი სიკვდილი ხომ, იმიტომ გაითამაშა რომ ვოლდემორს დაეჯერებინა სნეიპის ერთგულება .(ერთ–ერთი მიზეზე სიკვდილის )

A_0weVdCAAA6BuK_large

სნეიპი – დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ბოროტი პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლო ნაწილში, როდესაც იგი სიკვდილის ირასაა მისული და ჰარის ფიქრებს უტოვებს, მაშინ იცვლება სევერუსის მიმართ ჩემი განწყობა. სევერუს შენ არაფერ შუაში არ ხარ, მერე რა რომ ლილი გიყვარდა, მერე რა რომ ჯეიმსი მაგის გამო გადაიმტერე !

tumblr_mgj5xestlt1s1k03lo1_500_large

            სირიუს ბლექი – თავიდან თვით ნათლულსაც კი არ სჯეროდა სირიუსის, მაგრამ ბლექი ისეთი კარგი და წმინდა აღმოჩნდა, რომ ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა ბაკბიკთან ერთად გააპარეს ჰოგვორტსიდან. სირიუსის სიკვდილზე კი მართლა ვიტირე, იგი ბელატრისამ მოკლა. მაგრამ სირიუს ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნები !

tumblr_mgja27r2qf1rflb22o1_500_large

დობი – თავისუფალი ელფი, ”დობის უყვარს ბატონი ჰარი პოტერი ! მან ხომ დობი გაათავისუფლა, დობის ძალიან უყვარს ჰარი პოტერი, ალბათ ამიტომაც შეეწირა მისი სიცოცხლე,  მან სიკვდილისგან იხსნა ჰარი და მისი მეგობრები, თვითონ კი იმ ქვეყნად წავიდა. თაკოს ძალიან უყვარს თავისუფალი ელფი – დობი !

tumblr_loz90h5WxY1qmd795o1_500_large

         ალასტორ მუდი – მრისხანეთვალავ ! მე თქვენ მიყვარხართ ! ძალიან მიყვარხართ ! თქვენ ისეთი კარგი ხართ, თითქმის მაშნ შემიყვარდით, როცა ჰოგვორტსში იყავით. მიყვარს თქვენი  წესები, თქვენი პროფესიონალიზმი, ასევე ვწუხვარ თუ როგორ გარდაიცვალეთ, არადა როგორი კარგი იქნებოდა ჰოგვორტსის ბრძოლაში მიგეღოთ მონაწილეობა.

tumblr_m6jllqNdI41qkna4so1_500_large

           ბუ ჰედვიგი – ჰარის ბუ, როგორ მიყვარდა, თეთრი, თვალშისაცემი, ფუმფულა,ასევე ვწუხვარ მისი სიკვდილის გამო !

tumblr_mdpbbeTenQ1r658q8o1_500_large

       ჰარი პოტერის უახლოესი მეგობრები იყვნენ რონი და ჰერმიონი , ჰარი საკუთარ მშობლებად თვლიდა მოლის და არტუს უისლებს, იგი ზაფხულობით მიდიოდა ბუნაგში, სადაც ყველაზე კარგად ატარებდა დროს .

რაც შეეხება ლუპინს, ბილის, ფლერს, ” მუდის’, ”დობის”, აბერფოტის, ნევილის, ლუნას, ჯინის, ფრედის, ჯორჯის, ტონქსის და ჰაგრიდის, ფენიქსის ორდენის, ასევე ძალიან მიყვარხართ, თქვენ ჩემი ბავშვობა შეცვალეთ, მე როგორც თქვენ ისე განვიცდიდი ყველაფერს.

” ასევე ვტიროდი, როგორც ჰაგრიდი, როცა რიტამ მისი გოლიათური წარმოშობის ისტორია დაწერა .”

” ვთამაშობდი ქვიდიჩს ”

ვსწავლობდი რუნერს, ჰერბოლოგიას და ტრანსფიგურაციას .. ”

” დავდიოდი კარვით ჰარისთან რონთან და ჰერმიონთან ერთად ”

”ვებრძოდი ვოლდემორს, ვანადგურებდი ჰორკრუქსებს ”

” ვთამაშობდი ჰარისთან ერთად სამი ჯადოქრის ტურნირს ”

”ვიბრძოდი ჰოგვორსტსში ფარისთან ერთად !

” ვებრძოდი ბასილისკოს ”

” ჰარისთან ერთად აღმოვაშინე ფილოსოფიური ქვა ”

This slideshow requires JavaScript.

წმინდა სავანე

image_large

შიოს დაესიზმრა, თითქოს გული ჩააბარეს სადარაჯოდ .

       თანაც გააფრთხილეს : ეს უფლის სამყოფელია და შიგ არავინ შეუშვაო .

    შიოს  შეეშინდა და დაბნეულნა ესღა იკითხა თვითონ უფალი სად არის , ან როდის მობრძანდებაო?  უხილავმა  ხმამ დინჯად უპასუხა მოვა, მაშინ როცა მის საუფლოს კარგად უდარაჯებდა , კარგად ილოცებად შიო .

შიო ლოცულობდა , მაგრამ ღმერთის ნაცვლად  დემონთა ლაშქარი ეახლა. შიო დინჯად და ზრდილობიანად იგერიებდა დემონებს, მაგრამ დემონები ძალით თუ მოტყუებით , მკაცრაც თუ ტკბილად , სხვადასხვა ცდუნებით მაინც იჭრებოდნენ გულში .

შიო როდესაც დაიძინა , იხილა სიზმარი  მან იხილა დიდი სინათლე , რომელიც გულში შესულიყო და თავად გულიც ქცეულიყყო უკიდეგანი სინათლედ და შიო მიხვდა

თუ გულს დაიცავ ბოროტი სულისგან , იქ სიწმინდე დასადგურებს , სადაც სიწმინდეა , იქ მადლიცაა , სადაც მადლია , იქ ღმერთი სუფევს და თუ გულში ღმერთი დაივანებს , ბედნიერებაც ეს იქნება  – ფიქრობდა შიო , განწყობაგასხივოსნებული ორივე ხელით ეჭირა მადლი დაორსულებული გულუ და ძალებს იკრეფდა დემონთა ლაშქართან შემდგომი ბრძოლისათვის

დემონთა ლაშქრის მოსაგერიებლად შიომ გულიდან გამოყარა :

   1.  ვნების  ჭინკები

2. კარიერისა და დიდების ვნება

3. მრუშოვის ვნება

შიომ ეს შეძლო წმინდა სავანეში არ შეუშვა დემონები , ახლა მის გულში უკიდეგანი სინათლეა , სადაც სინათლეა იქ  ღმერთიც არის .

დღესდღეობით , თანამედროვეთა გულებში შურის , დიდების , მრუშობის ვნებებია გაბატონებული , იცოდეთ ერთი რამ ჩემგან და შიოსგან როდესაც მრუშოვის ვნება მოკეკლუცდა შიოსთან გველური გრეხვითა და ცდუნებით , გაბრუებული დარაჯი დანებებას აპირებდა , მაგრამ სხმა მოესმა :

– მაგან თუ შედგა ფეხი სავანეში , იქ ღმერთი არასდროს შევაო …

   შიომ მოიკრიბა ძალა და დასძლია , ახლა თქვენი დროა .. !

2012 წლის შეჯამება )

       გამარჯობა მკითხველო , ამ ბლოგზე ასეთი სათაურის პოსტი პირველად იწერება , ამიტომ მინდა რომ ძალიან კარგი იყოს , ნუ თუ შევძელი და დავიწყებ . 2012 წლის შეჯამება , პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2013 წელს )) რა დრო დაგვიდგა გველის წელია ხალხო ) იმედია გველივით წელი არ იქნება ) ეს ხუმრობით .

 14594165-cute-and-colorful-card-on-new-year-2013

2012 წელი უაზროდ დაიწყო , ვზივარ და არაფერი მახსენდება , ან მახსენდება მაგრამ ყვალაფერი უაზრო , ზაფხული გორში გავატარე იყო კარგი დღეები , მაგრამ საუბედუროდ ყველა ადამიანს ან მე პირადად ცუდი დღეები მამახსოვრდება , 1 სექტემბერი დავშორდი მეგობარს სამუდამოდ ! მთელი ზაფხული ცურვაზე დავდიოდი , ხანდახან სოფელში სიმინდებსაც ვიპარავდით და შემდეგ ვწვავდით )) იფ იფ ❤ . აგვისტოში ბიძაჩემმა ცოლი მოიყვანა , მე 14 წლის გავხდი )) ყო 😀 17 სექტემბერს სწავლა დაიწყო )) ხო სუ დამავიწყდა 8 სეტემბერს მიშა იყო ჩამოსული გორში და მთელო სკოლა შეგვყარეს და წაგვიყვანეს მიშიკოსთან )) მერე ბერას კონცერტი იყო , ბოლოს კი პირველი სემესტრი დამთავრდა , დღეს 29 დეკემბერია ველოდები ახალ წელს )) გველის წელიროა თუ არ ვიცი რატომ მაგრამ არ მაქ საახალწლო განწყობა , რიავიცი რიავიციი

celebrate-fire-works-pretty

პ.ს მიწისძვრებს თუ არ ჩავთვლით კარგი წელი იყო და 21/23 დეკემბერი არ ჩავთვალე მნიშვნელოვნად )

პ.ს.ს 3 თვე არაფერი დამიწერია ცუდი გამოვიდა ვიცი )) არ მინდა თქვენი შეხსენება ))