უცნაური სიზმარი 2

tumblr_mhaiwhui801s38dh5o1_500_large

          გადიოდა დრო, მე კი ყოველ საღამოს მთვარის გრაციოზულ შუქს მივყვებოდი იქ. სადაც ყველა ჩემნაირი გიჟი იყო… ყოველთვის იქ იყვნენ ტომი და ანიკა, მე კი ვეპატიჟებოდი მაჭკატებზე ვილა ”ყიყლიყოში”, მიყვარდა სუსნაობა და მურაბის მირთმევა, როგორც სახურავზე ბინადარ კარლსონს, იქ ყველა დაფრინავს როგორც პიტერ პენი Neverland-ში …

          ცხოვრება უხაროდა ყველას, ხშირად მე და ალალი გუგული ოსკარი ერთად ვმღეროდით, როგორ მიყვარდა როცა ოსკარი დაიწყებდა სიმღერას, მისი გრაციოზული ხმა ყველას მოსწონდა, აივნებიდან ხურდა ფულის წვიმა მოდიოდა მე და რასმუსი კი მხიარულად ვკრეფდით ხურდებს …

tumblr_mgzvph5pUL1qdblieo3_1280_large

            ერთ საღამოს კი იქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა .. ის საღამო იყო როცა მე გარდავიცვალე, როცა დედამიწაზე დასრულდა ჩემი ერთფეროვანი სიცოცხლე .. ასი გაზაფხული ვტანჯავდი ნათესავებს, ახლა კი მე მშვიდად განვისვენებ ნანგილიმაში ძმებ ლომგულებთან ერთად,  ალბათ შენც მოხვდები იქ, მაგრამ ამას დამსახურება უნდა, შენ უნდა იყო ისეთი მამაცი, ერთგული როგორც ძმები ლომგულები ..

უცნაური სიზმარი

tumblr_mh5brxXjiJ1rmxf32o1_400_large

ოთახში … ლამფის შუქი ბჭუტავს .. თვალები ამტკივდა, ყველაფერი მტკივა, გული, ფილტვი, თვალი, ყელი .. თვალის ტკივილს მხოლოდ ის აჩერებს რომ გარედან მთვარის შუქი შემოდის .. ისე მკაფიოდ რომ ჩემ ყურადღებას იპყრობს… ვიხედები ფანჯარაში .. მიზიდავს .. მთვარის შუქი თითქოს მეძახის… ვაღებ ფანჯარას .. ვადგავ ფეხს უსასრულობაში, მიკვირს, ვერ ვხვდები რატომ არ ჩავვარდი დაბლა მე ხომ ფანჯრიდან სრულ უსასრულობაში გადავდგი ნაბიჯი?!

ვუახლოვდები მთვარეს .. უკვე მივედი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს ..  აქ ხომ ყველაფერია რაც ჩემს ოცნებაში?! აქ არიან პატრა ბაჭიები, ბევრი წიგნები, საოცნებო სახლები, ჰო ზუსტად ისეთი როგორიც პეპის აქვს და რაც მთავარია ის იქ არის ..

ჩემს გაოცებას და აღმაფრენას საზღვარი არ აქვს, მივედი მასთან, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავ.. ის წავიდა, რაღაც ძალამ მეც წამიყვანა, მივდივართ.. გავიარეთ რაღაც ზღუდე, შემდეგ ჩავედით არარსებულ კიბეზე.. უცბად გაჩერდა, მეკითხება:

–        რატომ მოხვედი ჩემთან ? აქ რა გინდა? აქ ხომ ყველა გიჟია ?

–         მე მინდა ვიყო გიჟი, აქ კი მთვარის შუქს გამოვყევი, რომელიც ისე მკაფიოდ იჭრებოდა ჩემს ოთახში რომ თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს რაღაცას მაგრძნობინებდა, იცოდა რომ ჩემი ადგილი აქ არის და არა იქ დედამიწაზე..

–        კარგი ❤

უცბად, თვალები დახუჭა  და ჩამეხუტა, შემდეგ მაკოცა ისე ნაზად ისე ფაქიზად .. დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა…

მე გავიარე ჩემი ოთახის კარი.. ჩავედი კიბეზე.. იქ კი ბებიაჩემი დამხვდა, რომელიც მეხუტება და მკოცნის.. ეს იყო სიზმარი თუ  აგონია ?!

ჩემს ოთახში მეღვიძება კვლავ მაბრმავებს მთვარის გრაციოზული შუქი, თითქოს მეუბნება რაღაცას, თითქოს ფიქრობს ჩემთან ერთად რაღაც სიგიჟეზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია .. ..

წმინდა სავანე

image_large

შიოს დაესიზმრა, თითქოს გული ჩააბარეს სადარაჯოდ .

       თანაც გააფრთხილეს : ეს უფლის სამყოფელია და შიგ არავინ შეუშვაო .

    შიოს  შეეშინდა და დაბნეულნა ესღა იკითხა თვითონ უფალი სად არის , ან როდის მობრძანდებაო?  უხილავმა  ხმამ დინჯად უპასუხა მოვა, მაშინ როცა მის საუფლოს კარგად უდარაჯებდა , კარგად ილოცებად შიო .

შიო ლოცულობდა , მაგრამ ღმერთის ნაცვლად  დემონთა ლაშქარი ეახლა. შიო დინჯად და ზრდილობიანად იგერიებდა დემონებს, მაგრამ დემონები ძალით თუ მოტყუებით , მკაცრაც თუ ტკბილად , სხვადასხვა ცდუნებით მაინც იჭრებოდნენ გულში .

შიო როდესაც დაიძინა , იხილა სიზმარი  მან იხილა დიდი სინათლე , რომელიც გულში შესულიყო და თავად გულიც ქცეულიყყო უკიდეგანი სინათლედ და შიო მიხვდა

თუ გულს დაიცავ ბოროტი სულისგან , იქ სიწმინდე დასადგურებს , სადაც სიწმინდეა , იქ მადლიცაა , სადაც მადლია , იქ ღმერთი სუფევს და თუ გულში ღმერთი დაივანებს , ბედნიერებაც ეს იქნება  – ფიქრობდა შიო , განწყობაგასხივოსნებული ორივე ხელით ეჭირა მადლი დაორსულებული გულუ და ძალებს იკრეფდა დემონთა ლაშქართან შემდგომი ბრძოლისათვის

დემონთა ლაშქრის მოსაგერიებლად შიომ გულიდან გამოყარა :

   1.  ვნების  ჭინკები

2. კარიერისა და დიდების ვნება

3. მრუშოვის ვნება

შიომ ეს შეძლო წმინდა სავანეში არ შეუშვა დემონები , ახლა მის გულში უკიდეგანი სინათლეა , სადაც სინათლეა იქ  ღმერთიც არის .

დღესდღეობით , თანამედროვეთა გულებში შურის , დიდების , მრუშობის ვნებებია გაბატონებული , იცოდეთ ერთი რამ ჩემგან და შიოსგან როდესაც მრუშოვის ვნება მოკეკლუცდა შიოსთან გველური გრეხვითა და ცდუნებით , გაბრუებული დარაჯი დანებებას აპირებდა , მაგრამ სხმა მოესმა :

– მაგან თუ შედგა ფეხი სავანეში , იქ ღმერთი არასდროს შევაო …

   შიომ მოიკრიბა ძალა და დასძლია , ახლა თქვენი დროა .. !

პოტერომანია


ისევ პოტერი, დღეს სახლში მოვიტანე წიგნი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი მამაჩემი განცვიფრებას აღარ იყო :

– რა იყო შვილო, მერამდენჯერ უნდა წაიკითხო , მაგაზე კარგი წიგნი ვერ ნახე?  წაიკითხე არსენა მარაბდელი, (ვიღიმი ), როგორ იწრთობოდა ფოლადი

– მშობელო მამა (ვიღიმი) არსენა მარაბდელს ვერ გავიგებ მასწავლებელმა მითხრა ასე (აქაც)

– შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ( მიდის და თავის თვის ლაპარაკობს მე ისევ ვიღიმი )

ასე და ამ გვარად სახლში მოვიტანე/მოვაბრძანე ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი ( ხაზი გავუსვათ მის სისქეს )

არვიცი რატომ მაგრამ როცა ჩემა პარალელურმა კლასელმა ( მეგობარმა) ბიბლიოთეკიდან ჰარი პოტერის წიგნი გამომატანინა მაშინ დაიწყო ყველაფერი რაღაც უხილავმა ძალამ შეიწოვა ჩემი სული (დემენტორებმა ) გავიგე მისი სული ჭეშმარიტებისა და აპოთეზი სრულიერებისა მე შემიყვარდა იგი (როგორც დუმბაძე იტყოდა) მოვწყდი გარე სამყაროს ყველაფერს და დღეს გადმეორდება იგივე განცდა და იგივე მოქმედება როცა მე დავოწყებ კითხვას. როცა ვკითხულობ თავი მგონია მაგიისა და ჯადოქრების სკოლა ჰოგვორსტში, მგონია თავი ჰარის და მისი მეგობრების გვერდით , წარმოვიდგენ გმირებს და ვბაძავ მათ, ზოგჯერ რაღაც თვისებებს ვამჩნევ, როგორც მსგავსებას ისე განსხვავებას. ეს ყველაფერი დაიწყო ალბათ 2 წლის უკან. და იცი რაა დღეს 2 მარტს  იუბილეა ჩემი პოტერომანიის.