თბილისური თავგადასავალი

IMG_3215

გუშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

პირველი: ვიყავი შერატონ მეტეხი პალასში ბლოგერების კონკურსის დაჯილდოვებაზე.

მეორე: ვიყავი წიგნის ფესტივალზე

ბლოგერების დაჯიდლოვებაზე მეორე ადგილგი ავიღე, civicsnet.ge-ს საუკეთესო ავტორობისთვის. გადმომცეს ფოტოაპარატი და სიგელი. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “პიეიჩინთერნეიშენლას” რომ არსებობს და ახალგაზრდებს გვაძლევს იმის საშუალებას რომ თვითგანვითარდეთ, ჩამოგვიყალიბდეს ის პრინტიპები რაც 21-ე საუკუნის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მე ის დღეები რომლებიც ამ ორგანიზაციამ მაჩუქა არასდროს დამავიწყდება, არასდროს დამავიწყდება ბანაკი ბაკურიანში. პირველი ადგილი ბლოგერების კონკურსში და გუშინდელი დღე.

IMG_3227

წიგნის ფესტივალი 2014. შერატონიდან რომ გამოვედი არ ვიცოდი როგორ უნდა წავსულიყავი ან სად უნდა წასვულიყავი, მით უმეტეს რომ თბილისში პირველად ვიყავი. ავლაბრის მეტროდან ვაპირებდი წასვლას წერეთელზე მაგრამ ხაზი ამერია და მოვხვდი ახმეტლის მოედანზე, პოლიციელს ვკითხე თუ როგორ უნდა მოვხვმდარიყავი წერეთელზე და მან მითხრა რომ საგუდურის მოედნიდან უნდა გადავმჯდარიყავი საბურთალოს ხაზზე და შემდეგ ერთი გაჩაერება იყო წერეთლის მეტრომდე. სანამ მივედი ადგილამდე სრული 30 წუთი მეტროთი ვისეირნე. შემდეგ ამოვედით წერეთლის მეტროდან და კითხვა კითხვით დავადექი ექსპო ჯორჯიის 11 პავილიონს.

მისული არ ვიყავი რომ ბითლზების სტენდი შემეფეთა, შემდეგ ინგლისურენოვანი წიგნები, ასევე წიგნის პრეზენტაცია და შემდეგ იყო სრული ზედახორა ისეთ წიგნებთან რომლებიც “მართლა” ფასდაკლებით იყო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან მხოლოდ  “სპარტაკი” იყო დარჩენილი და ისიც ძირს ეყარა :დ

მიუხედავად მაგისა შევიძინე ტურაშვილის იყო და არა იყო რა, ბუღაძის ნავიგატორი, დავით ქარდავას ტუალეტში საკითხავი და საუზმე ტიფანისთან ერთად.

როცა უკვე ფული აღარ მქონდა აღმოვაჩინე წიგნები ბათუმში, და იქ მოხდა ჩემი მეორედ მოსვლა, ისეთი საყვარელი ბლოკნოტები ქონდათ 😥 სანტა ესპერანსაში ვიყიდე სანიშნები, ჰარი პოტერის, შიმშილის თამშების და სატახტოთა თამაშების.

რაა მამული თუ შერატონის ტვალეტში სურათი არ გადაიღე

მერე ისევ წერეთლის მეტროდან გამოვედი დიდუბეში ჩავჯექი გორისკენ მომავალ მიკრო ავტობუსში და გამოვეშურე ქალაქისკენ.

Advertisements

14 thoughts on “თბილისური თავგადასავალი

  1. გენიალური დღე გქონია . წარმატებებს გისურვებ მომავალში.აი,მე დღეს მივდივარ ფესტივალზე და იმედია ჩემი დღეც შედგება.

  2. გილოცავ დაჯილდოებას 🙂 მეც არაჩვეულებრივი დღე მქონდა გუშინ, და მიხარია რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე მელის წინ, იმიტომ რომ წიგნების ფესტივალზე ჯერ არ ვყოფილვარ 🙂

  3. მეც ვაპირებ ფესტივალზე წასვლას, იმედია, უვნებელი და სასურველი წიგნებით დამშვენებული დავბრუნდები ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s