დიალოგი ფურცლებთან

IMG_0459

ავტორი : ნიკა სომხიშვილი


გოგონა, რომელიც სულ იღიმის, მაგრამ როცა ის საკუთარ ემოციებზე დაყრდნობით დაწერილ მინიატურებს გვიკითხავდა, ატირდა .. ატირდა მწარედ, ალბათ გაიხსენა თითოეული ის წამი, როცა ამ ამბის შემსწრე გახდა, ასევე გაიხსენა ის წამი, როცა ამ ამბავს გაყვითლებულ ფურცლებზე წერდა, როგორც იმ მინიატურაში აქვს დედას გაყვითლებული ხელები. ის ხელები, რომელსაც ვერავინ ათეთრებს და ვერ კურნავს, მას სურდა საკუთარი ჩანაწერებით ადამიანი მიეხვედრებინა, რომ მას შეუძლია ხელების გათეთრებაც და მასზე უფრო მეტი თუ ის მოინდომებს..

IMG_0442

ავტორი: ნიკა სომხიშვილი

მის ნაწერებს ისმენდნენ პატარა ლამაზ კაბიანი კუსკუსა ბავშვები,  შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გორის კოლორიტები,  ცნობილი მწერლები, დაწყები მწერლები, აქტიური გორელი მოქალაქეები და უბრალო ხალხიც,  მას აქებდნენ და ასევე შეცდომებზეც მიუთითებდნენ, ის კი იღიმოდა და მხოლოდ თავმდაბლურ მადლობას იხდიდა.

გულში ჩამრჩა მისი მუსიკის მასწავლებლის სიტყვები, რომელსაც სრულიად ვეთანხმები, რომ მინორულ ჩანაწერებთან ერთად აუცილებელია მაჟორიც იგრძნობოდეს, მეტი პოზიტივი, ბედნიერება ღიმილი..

მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს დღეს, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხანს გაგრძელდა საღამო, მაინც ემოციებით დამუხტული წამოვედი. მინდა წავიდე ატოცში და ვუთხრა ბავშვებს რომ მიყვარს ისინი, ჩავეხუტო მათ და სითბო ვაგრძნობინო, მინდა გავხსნა მაღაზია ნუ თუ გავმდიდრდი და დავასაქმო ხუჭუჭა ბოშა, რომელსაც ასევე ვასწავლიდი წერა-კითხვას, აი ის მესამე კლასელი ბოშა რომელიც არ ლაპრაკობს, ალბათ იმიტომ რომ არ არის ისეთი ადამიანი მის გარშემო რომ მასთან ლაპრაკი ღირდეს.

 

Advertisements

2 thoughts on “დიალოგი ფურცლებთან

  1. ძალიან მიყვარს დღიურების წერა და სულ ვაკეთებ ჩანაწერებს და რამდენჯერ ყოფილა რომ წამიკითხია ძველი ჩანაწერები და მეც ჩამომვარდნია რამოდენიმე ცრემლი, მაგრამ ამასთანავე კარგადაც მიცინია ზოგ პოსტზე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s