blaaaaaaaaaah

რამდენი რამ მოხდა, შევიცვალე, ჩემ თავს მე თვითონ ვეღარ ვცნობ ყველაფერზე ვღიზიანდები და ყველასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს გოგოებთან, მაღიზიანებენ ეს გოგოები, ბიჭები არა. ბიჭებს უფრო ვუგებ რა ვქნა? არ ვიცი.

ამ ბოლო დროს კი იცით რას დავაკვირდი, მეც ვიყავი მასეთი და ალბათ ჩემზეც ნერვები ეშლებოდათ ხალხს როცა იგივეს ვაკეთებდი და შეიძლება ეხლაც ეშლებათ ნერვები მაგრამ არაუშავს მწყერი შეიწვან. ეს დღეებია ბევრ ტრენინგს დავესწარი და ყველა ტრენინგზე მიწევს ჩემი თავის შესახებ რამის თქმა, მიუხედავად იმისა რომ მაქვს ბევრი წარმატებები და ბევრგან ვარ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჰობი, გატაცება, ბლოგი და ა.შ რაღაც მაქვს რაც ჩემს წარმატებაზე მიუთითებს არ ვამბობ, ამოჩემებული მაქვს ერთი რაღაც

მოგესალმებით მე ვარ თამარ ჯაბაური, ქალაქ გორის #4 საჯარო სკოლიდან, ამჟამად პროფესია არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან ამ თემაზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ და ჩემი ყველა მოფიქრებული პროფესია აბათილებს ერთმანეთს, ხომ კიდევ მინდა ტაქსისტობა საქართველოში.

არადა, ჩემზე უარესები იმდენ რამეს იტყვიან ყველა იმათ უფრო აქცევს ყურადღებას და ისინი უფრო ზენიტში არიან. მაგრამ ესეც მკიდია. ეხლა ამას რომ ვწერ ესეც მკიდია :დ მიუხედავად იმისა რომ სასწავლი მაქვს მაინც ამას ვწერ.

PROBLEMS PROBLEMS PROBLEMS …….. >.<

10 thoughts on “blaaaaaaaaaah

  1. მოდი ვიყოთ რეალისტები:ცხოვრების ბოლო წამამდე რამდენი ამჟამინდელი მეგობარიღა შეგრჩება? ცხოვრების ბოლო დღეებში რას ინანებ. იმას რომ ვიღაცის გულის არ ტკენისათვის საკუთარი ბედნიერება არ აიწყე თუ იმას რომ გული არავის ატკინე და ამის გამო უბედურად კვდები?
    ამ ბოლო დროს ზუსტად იმავეს ვგრძნობ რასაც შენ, მიჭირს ხალხთან ურთიერთობა… არც აქამდე მიადვილდებოდა მაგრამ ახლა მით უმეტეს… ვგრძნობ რო ჩემ თავში უფრო ვიკეტები… შენ ბიჭებთან მაინც გამოგდის (როგორც აღნიშნე) მეგობრობა და მე მხოლოდ ურთიერთობა გამომდის ამ ბოლო დროს და არა მეგობრობა (გოგოებთანაც და ბიჭებთანაც)… ხანდახან მგონია რო იმ მეგობრებსაც ვკარგავ, ვინც აქამდე მყავს… არც კი ვიცი მომავალში რა იქნება :/

  2. აი ვკითხულობ შენს დაწერილ სსტატიებს და ნაწილობრივ მგონია მე ვწერ. :დ არც მე მაქვს გოგოებთან გადასარევი ურთიერთობა და უფრო მეტად ბიჭებს ვუგებ და ბიჭები მიგებენ ვიდრე გოგოები. ერთი დაუკეთესო მეგობარი მყავს (გოგო) და ისიც საკმარისია ჩემთვის. რავი ძაან კარგი სტატიაა ესეც და სხვა შენს მიერ დაწერილი რაღაცები. რომ ვკიტხულობ თითქოს ჩემი თავის რწმენა მემატება.. :)) ასე გააგრძელე.. :* :* :* <3333

Leave a reply to თაკოს ბლოგი კომენტარის გაუქმება