A Walk To Remember.

large
ლეიკემია ჰქონია. გასულ ზაფხულს გაუგია.
ამის გაგონებაზე სახიდან სისხლი დამეწრიტა და თვალწინ საშინელი ზმანებები დამიდგა. თითქოს დრო გაიყინა. ყველაფერს მივხვდი, ყველაფერს, რაც ჩვენს შორის მოხდა. მივხვდი, რატომ მთხოვა სპექტაკლში მონაწილეობის მიღება; მივხვდი, წარმოდგენის შემდეგ რატომ ჩაიკრა ჰეგბერტმა გულში და რატომ უთხრა, ჩემო ანგელოზოო; მივხვდი, რატომ იყო ჰეგბერტი ყოველთვის ასეთი დაღლილი და რატომ ღიზიანდებოდა, როცა მათთან სახლში მხედავდა; ყველაფერს მივხვდი.
რატომ უნდოდა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის იმ წელს განსაკუთრებული შობა მოეწყო..
რატომ არ ფიქრობდა კოლეჯში ჩაბარებაზე..
რატომ მაჩუქა თავისი ბიბლია..
ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ძალიან გაუგებარიც.
ჯეიმი სალივანს ლეიკემია ჰქონდა…
ჯეიმი, საყვარელი ჯეიმი კვდებოდა..
ჩემი ჯეიმი…

“მოგვიანებით მითხრა, რომ დიაგნოზი შვიდი წლის წინ დაუსვეს. ექიმმა კი მას ერთი წელი მისცა, შეიძლება უფრო ნაკლებიც..
ახალ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ახლა მას მოარჩენდნენ, ჯეიმი ახლა, ალბათ იცოცხლებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ორმოცი წლის წინ ხდებოდა.
მას მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა, სასწაულმაც დაიგვიანა.”

“სასწაულს ელოდა ყველა მაგრამ არ მოხდა”

– ცოლად გამომყვები?

“მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა, მაგრამ იმ დღის ყველა წვრილმანი მახსოვს. ასაკიც მომემატა და, ალბათ ჭკუაც, სხვა ცხოვრებითაც ვიცხოვრე, მაგრამ ვიცი, რომ როცა ჩემი აღსასრულის დღე დადგება, სიკვდილის წინ გონებაში მხოლოდ იმდღევანდელი ხატებები გამომეცხადება. ჯეიმი დღესაც მიყვარს, არც ის ბეჭედი მომიძვრია თითიდან. მთელი ამ ხნის მანძილზე მისი მოხსნის სურვილი არ გამჩენია.
ღრმად ვისუნთქავ გაზაფხულის ჰაერს, მეც შევიცვალე და ბიურფორტიც, მაგრამ ეს ჰაერი არ შეიცვალა. ეს ისევ ჩემი ბავშვობის დროინდელი ჰაერია, ჩემი მეჩვიდმეტე წლის ჰაერი, რომელსაც აი, ახლა ამოვისუნთქავ და ისევ ორმოცდაჩვიდმეტი წლისა გავხდები, მაგრამ არაფერია. ოდნავ მეღიმება, ცას შევცქერი და მახსენდება, რომ რაღაც კიდევ დამრჩა სათქმელი: ახლა უკვე ნამდვილად მჯერა, რომ სასწაულები ზოგჯერ მართლა ხდება.”

მე შენ ჰაერი.

Advertisements

4 thoughts on “A Walk To Remember.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s