მზე, ზღვა და ჯეოსელი.

ყველა ადამიანს თუ ინდივიდს აქვს საყვარელი ადგილი, რაც ასხენებს მის წარსულს, ტკბილ მოგონებებს სიყვარულზე თუ მეგბრობაზე. მეც მაქვს ბევრი საყვარელი ადგილი. საერთოდ იმ ადგილის გენიალურობას მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა დრო გადის, გაივლი იმ გზით მიხვალ იმ ხესთან თუ სკამთან და გაგახსენდება ყველაფერი დაწვრილებით. მეც მახსენდება, როგორ მივდიოდით იმ ხესთან, უკვე გაზაფხული იყო, თითქმის 1 წლის უკან, გაზაფხულის სურნელი და აყვავებული ხეები თავს იწონიდნენ, ტყემალი იყო თუ ალუჩა არ ვიცი, მაგრამ ხე იყო, არც ისე დიდი, არც ისე აყვავებული, კლდოვან ფერდობზე ამოსული. გვერდით გაზის მილი გადიოდა, ლამაზ ხეს ბუნებრივი აირი აბინძურებდა და გვერდს უხმობდა, გვერდით დანგრეული სახლი იყო, პირდაპირ კი ომგადავლილი, ერთდროს ორ სართულიანი ხის სახლი, ახლა კი ოთხ სართულიანი ქვითკირით ნაგები სახლი, თავისი თეთრი ძაღლით და თევზებით. ყოველ დღე მივდიოდით, საღამოს, ვუყურებდით მზის ჩასვლას ერთხელ ჩემი ძველი ტელეფონითაც კი გადავირეთ მზის ჩასვლა, ვიჯექით მაღლა და დაბლიდან ვუყურებდით გამვლელებს, ბავშვებს რომელიც ბურთით თამაშობდნენ, მაგრამ ის ვიდეო ვერ შევინახეთ, ვთქვით რომ მომავალ დღეს გადავიღებდით.
ორივეს გვიყვარს ტყემალიც და ალუჩაც, ჯიბეებს ვიტენიდით ვკრეფდით ვკრეფდით მერე მილზე ჩამოვსხდებოდით და ვუყურებდით მზის ჩასვლას, იცი როგორ მომენატრა ის დრო, ახლა იქ რომ მივდივარ ხე მარტო დგას, არც ტყემალია და არც ალუჩა, არც მზეა და არც ბავშვები, არც ის დიდი ძაღლი, ყოველთვის რომ ყეფდა, როცა მივდიოდით. ყველაფერი შეიცვალა, ალბათ იმ ხესთან აღარც მივალთ. გავიზარდეთ?! ალბათ ხე მოგვწყინდა, ეხლა უკვე სხვა ადგილები გვიზიდავს და გვიპყრობს, ან სულაც კომპიუტერი. წიგნი. ზაფხული მოვა მალე. და მე ისევ მივალ იქ, მე ისევ ვუყურებ მზის ჩასვლას და მე და შენ ისევ ვიქნებით მეგობრები. თაკო აქა გვანცა აქა ჭირი იქა ცუდიც იქა. ❤

Advertisements

2 thoughts on “მზე, ზღვა და ჯეოსელი.

  1. * “გაზაფხულის სურნელი და აყვავებული ხეები თავს იწონიდნენ”
    აქ თუ მართლა ხეების ანორექსიკულ მისწრაფებებზე არ საუბრობ, “იწონიდნენ” შეცდომაა.
    აწონასა და მოწონებას შორის განსხვავებაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s