შუშების ომი

პოსტი, ძველი ბლოკნოტიდან მახსოვს ჟურნალისტიკის სტუდიაში წიგნის განხილვა გვქონდა. ჩვენივე თანაქალაქელი ვანო ჩხიკვაძის შუშების ომი, მაშ ასე მე ვიწყებ :

დედაქალაქი ცოცხლობს, ცხოვრობს, ჩაბმულია საქმიან მოლაპარაკებებში, ხვდება და აცილებს დელეგაციებს, დაჰქრის სამთავრობო და წინ, ქალაქის ბრტყელშუბლა მერისგან შეურაცხყოფელი “ქართლის დედა” .. თუმცა მთელი საქართველო რომ დაღონდეს და დედაქალაქი სულაც მარტო დარჩეს, მერე რა “მეგობარი ქვეყნები” ერთ ქალაქ-სახელმწიფოს ვეღარ შეინახავენ?

აქ, დაპყრობილ ქალაქში, ერთი მეწაღე მუშაობდა და სიხარულით ლამის გული გამისკდა, თბილისში კი რამდენი ასეთი სიხარულია.

რაც შეგვეხება ჩვენ.. ჩვენ.. ჩვენთან კერ კიდევ წკრიალებენ ნანგრევებში ჩამარხული მობილურები, არ შემშრალა კედლებს შენთხეული სისხლი და ტვინი, საკუთარ, მოწყვეტილ ფეხებს დაჰყურებს აკივლებული ქალი და ჭირისუფალი მამა ბედნიერია, რომ სხვებისგან განსხვავებით მის გარდაცვლილ შვილს, თავი მაინც შერჩა მხრებზე…

გავიმარჯვეთ..! გაიმარჯვეს თუ არა, ამ ხალხს ჰკითხონ.. ეჰ, თუკი მსოფლიო გადარეულა, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ.. ხომ  ხედავთ, ვიქტორ პეტროვიჩ, აქეთაც  კარგია მაგრად ასხიათ. ტერფიდან კენწერომდე არიან დახუნძლულები.

ოი, “Боже царья храни!..””

“ბაქანის თავისკენ წავედით, თუმცა ვინ იცის. თავი საით არის, ვისთვის  ბოლოა- თავი, ვისთვის პირიქით, თავია -ბოლო. მთავარია შენ საიდან მიდიხარ, საითკენ გაქვს გეზი. ერთ დღეს მეც წავალ, როცა გავარკვევ ამ ბაქანს საით აქვს თავი და ბოლო. წავალ და აქ აღარავინ დარჩება.

უბის წიგნაკიდან..

7/09/1992

“ხედავ, როგორ იქუფრება ჩვენი საავდრო ცა? – აი შენ კი მეუბნები, სინათლზე გავდივართო. არა, ჯერ მხოლოდ ახლა შევრგეთ თავი, უშველებელი, ბნელი გვირაბი გვაქვს გასასვლელი და ღმერთმა ქნას მშვიდობიანოდ გავაღწიოთ, მაგრამ არა მგონია..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s