აეე

large (9)
-ამ ბოლო დროს აღარაფერი დამიწერია..რა ვიცი მეზარებოდა სავით წერა ..თუმცა ისეთი მომენტებიც იყო რომლებსაც ვერ დავივიწყებ და უნდა დავწერო ……. საღამო იყო ..რა თქმა უნდა უკვე ბნელოდა მასწავლებლის თბილი სახლიდან გამოსულები წვიმას და სიცივეს სულაც არ შევუშინებივართ ..ჩვენ ხომ ერთმანეთი გვყავდა იმ ცივ საღამოს ხომ ერთად ვიყავით… ხოდა ერთმანეთიის სიყვარული გვათბობდა .. გარეთ არავინ იყო, ჩვენ კი ნელა, სეირნობით გამოვუყევით ქუჩას. სიწყნარეს უცბად ჩვენთან შემოჭრილი სისულელეების ჩადენის სურვილი შეერიაა.. : ) ჩვენთვის კი სისულელეების ჩადენა სიძნელეს სულაც არ წარმოადგენს ..ღამეს სიცილი და მეგობრების სიგიჟე შეერია ..ის საღამო არასდროს დამავიწყდება ბევრი ვიცინეთ ,ვირბინეთ,, გავერთეთ, წვიმა ხელს სულაც არ გვიშლიდა პირიქით, ერთმანეთი მთლიანად დავასველეთ.. მთელი ქუჩა მოგვქონდა ..შემოდგომის პეიზაჟი გვეხატებოდა ..ძირს გაგებულ ფოთლებს აქეთ-იქით ვაფრიალებდით და ერთმანეთის სიყვარულთან ერთად ფოთლებიც გვათოვდა : ) ფანჯრებზე ვაკაკუნებდით და გავრბოდით ..სულ პატარა ბავშვებივით : )) . ნელნელა დავიშალეთ რათქმა უნდა ..ბოლოს კი მარტო დავრჩი ქუჩაში..წინ დიდი გზა მედო ..სულ ცარიელი .. თუმცა ბედნიერი ვიყავი მომხდარით, აღფრთოვანებული და ცარიელი ქუჩა და წვიმა სულაც არ მაჩქარებდა ..პირიქით მომწონდა და მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ..სულ სველი ვიყავი ..მაგრამ სილამაზით ,წვიმის და სიჩუმის მოსმენით ვიყავი გატაცებული.. უფროსებისთვის ეს თინეიჯერულ სისულელეს ჩემთვის კი დაუვიწყარ საღამოს ნიშნავს ..
ეს არ არის ის რიის დაწერასაც ვაპირებდი მხოლოდ.. იმ დღიდან რამდენიმე დღე იყო გასული .. 15 ნოემბრის საღამო იყო.. კი .. კი..ეს ის დღეა ქეთელაური რომ დაიბადა ..მთელი დღე სევდიანად გავატარე ..დავლიე კიდეც .. ბევრი სურათი და სიმღერა ვნახე ქეთელაურის ..აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. საღამოს ისევ მასწავლებელთან წავედი ჩემს გადარეულ მეგობრებთან ერთად .. გული მტკიოდა..სული მეყინებოდა ქეთლაურის გამო ..ხოდა მათაც გავანდე ამის შესახებ..იმ საღამოს “ცა დაგტიროდა ქეთელაურო” უკან წამოსვლისას ვფიქრობდი რა გამეკეთებინა .. ბოლოს უბრალოდ გადავწყვიტეთ სადამდეც შეგვეძლო , როგორც შეგვეძლოხმის ჩახლეჩვამდე გვეყვირა .. შუა ქუჩაში დავდექით ..ღამით..წვიმაში და ხმის წაღებამდე ვიყვირეთ მისი სიმღერის ტექსტი.. ბოლო სიტყვები იყო “მიწია ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო” .. და ისსევ უბრალოდ გზა გავაგრძელეთ ..ამითარ დავკმაყოფილდი ..მაგრამ აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა…
ავტორია ერთი ჩემსავით გადარეული ადამიანი!

Advertisements

2 thoughts on “აეე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s