ვწერ მერე კი სკოლას ვაცდენ

large (7)

ძაღლი ყეფს, ალბათ დაუპატიჟებელმა სტუმარმა გააღვიძა, დაუფრთხო ძილი, სიჩუმეა.. ბნელა.. მთვარემაც გვიღალატა.. თურმე დაწოლა, როგორც მკვდარს აწვენენ ხოლმე ანუ პირი აღმოსავლეთისკენ კარგია, გძინავს გემრიელად, ისე რომ მეორე დღეს სკოლისთვის კი არა პირველ საათზე გეღვიძება. გემრიელად თბილად გძინავს, მთლად კარგია, როცა ფანჯრიდან მზის სხივი შემოანათებს და გაგაღვიძებს, მაგრამ რატომღაც დღეს ვერ გამაღვიძა, ალბათ მზესაც ჩაეძინა,. ყველგან სიჩუმეა, მხოლოდ კალმის ფხაჭვნის ხმა ისმის, აი იმ კალმის, რომელიც უფორმო ხაზების მსგავს სიმბოლოებს წერს, აი იმ კალმის, რომელიც ხვალ ბევრ რამეს დაწერს (დაწერს არა ის კიდე ჩამეძინა ვერ წავედი სკოლაში ) ღამეა სიჩუმეა, გამეფებული მყუდროებას ხანდახან თუ გააქარწყლებს მანქანის გავლის ხმა, ისიც ხანდახან, იშვიათად ძალიან იშვიათად…

large (8)

აჰ, მთვარევ როგორ გვაწყენინე მე და ჯონის, მაღლიდან რომ გადმომცქერის, კედლიდან, (ჯონი და იოკო) რომელიც ჩემი ოთახის დასავლეთითაა, მე აღმოსავლეთისკენ ვიყურები, იქნებ დავინახო მზე, როგორ ამოდის. აჰ, როგორ მინდა ვუყურო მზის ამოსვლას, მაგრამ ყოველთვის, როცა ვიღვიძებ გავდივარ გარეთ და ვუყურებ, არ ამოდის, არა ამოდის, ხან მასწრებს, ხანაც მემალება, როცა იმედი გადამეწურება და სახლში შემოვალ მაშინ ამოდის.. მზის ჩასვლაც საინტერესო იქნება, მაგრამ მე ხომ ზურგი ვაქციე დასავლეთს, მიჭირს შევტრიალდე და დაველოდო აის, როდის ჩავა მზე, იცი ამ ზაფხულს ავძვერი მაღლა ხეზე და ვუყურე მზის ჩასვლას, ველოდები ვწერდი გონებაში მაგრამ უცბად ყველაფერი წაიშალა (როცა მიწაზე ავღმოჩნდი ) მე ხომ დასავლეთს ზურგი ვაქციე, წაიშალა მაშინაც ზუსტად მაშინაც..

large (48)

 

ჩემი ოთახი მწვანეა, თუ შეეხები კედელს შენც გამწვანდები,, მე სულაც არ მხიბლავს ეს ფერი  არც ის პლაკატი მხიბლავს ჩრდილოეთისკენ რომ კიდია, არც ის კალენდარი მხიბლავს, რატომ? იმიტომ, რომ იქ ადვილად და მარტივად შეიძლება   365 დღის დაბეჭვდა, კალენდარი არ იტევს არც იმ ემოციას, ოცნებას იმ დღეზე მე რომ მიყვარს და ველოდები, კალენდარმა არაფერი იცის, საერთოდ არაფერი, 2 აგვისტო მხოლოდ რიცხვი და თვეა, მაგრამ ზოგისთვის უფრო მეტია,  მაგრამ ეს კალენდარმა არ იცის.  არ იცის, რომ პარასკევი ყველას უყვარს სკოლის მოსწავლეებს უფროსებს. არ იცის რომ 18 მაისს ჩემი დაბადების დღეა, და საერთოდაც არ იცის რომ დღეს ორშაბათს მე ჩამეძინა ^___^

Advertisements

6 thoughts on “ვწერ მერე კი სკოლას ვაცდენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s