სუპერ ბავშვები – თამარ წიკლაური

942133_541847322518610_1935994308_n

ექვსს ივლის საღამოს ხუთ საათამდე, რა აღარ გავაკეთე, მაგრამ დრო ვერ გავიყვანე. ორი  იყო  სახლიდან რომ გავედი, რაც შეიძლება ნელა მივდიოდი, მაგრამ მაინც ყველაზე პირველი მე მივედი, სამი საათი იყო. ანა და ლიკა უნდა მოსულიყვნენ და ბურთები უნდა გაგვებერა, მალოდინეს, მაგრამ ბოლოს მოვიდნენ და შევუდექით ბურთების ბერვას, ისე გამიტაცა ბურთებმა, რომ თითქმის სულ შემომებერა..

ზუსტად ხუთ საათზე არა! გატყუებთ ექვსის ათი წუთი იყო, როცა ქ.ნ თამარ წიკლაურმა დაიწყო ლიდერთა სახლის, იგივე ჩემი მეორე სახლის ანგარიშის ჩაბარება, ანგარიშში გულისხმობდა თებერვლიდან ივლისამდე ჩატარებულ აქტივობებს, რაც ძალიან ბევრი იყო. შემდეგ მოხდა საპატიო სიგელების გაცემა, ნომინაციების მიხედვით, მე წილად მხვდა ნომინაცია “ლიდერთა სახლის ბლოგერი” .. ასვე იყო Mr და Mrs ლიდერთა სახლები, რომლებსაც სიგელებთან ერთად, სიმბოლური გვირგვინებიც ხვდათ წილად, ჩვენ კი მათ “პინგვინები” შევარქვით. გვყავდა ყველაზე ჰუმანური, ყველაზე ეთიკური და ასე შემდეგ. 

იყო ტორტი, ბევრი ბუშტი და ბუშტზე ბევრი ჭიკარტი, რომელიც ლიდერთა სახლის ბლოგერს უსახსოვრეს, კიდევ თეფშები და ჩანგლები, ნუ თუ ვინმე ექსკურსიაზე მიდის მე შემიძლია ვათხოვო…

ბოლოს იყო ფრანი გულის ფორმის, .. მაგრამ ფრანი გაგვეხა, მეორე კიდევ ford-ის მარკის მარშუტკას შეუძვრა და მიეკრო.. არა! როგორ მინდოდა მანქანა, რომ აფეთქებულიყო, ყველაზე მაგარი დახურვა საქართველოში გორს ექნებოდა..

შვიდი საათი იწურებოდა როდესაც უკვე სახლის გზას ვადექ ბევრი ბუშტებით ხელში, ხალხს არ ჰქონდა კარგი რეაქცია, ბუშტებიანს რომ მხედავდნენ, მაგრამ მე ყველას ვეუბნებოდი რომ ეს არა ეთიკური და არა ჰუმანური იყო.. :)))

სურათები იხილეთ აქ

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

16 thoughts on “სუპერ ბავშვები – თამარ წიკლაური

  1. აი ესე ძალიან არაფერი შემყვარებია როგორც ლიდერთა სახლი რა თქმა უნდა ეს უბრალოდ გასროლილი სიტყვები არაა :*** არ ვიცი როგორ შევძლებ ზაფხული გავატარო ლიდერთა სახლის გარეშე.. თანაც ასე მგონია ყველაზე კარგი ჯგუფი გორში ვიყავით.. არ დავიწყებ სახელების ან რამის ჩამოთვლას.. უკლებლივ ყველაა (ისინიც ვინც ხან ნერვებს მიშლით, ან მაინტრიგებთ :დდდ) ძალიან ძალიან მიყვარხართ და დიდი იმედი მაქვს ისევ იგივე შემართებით ყველა გავაგრძელებთ სექტემბრიდან ლიდერობას !! :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s