ბრმა

large

რა ძნელია ბრმა რომ ხარ 😦

დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჭუჭყიანია, ბინძურია, მაგრამ საოცრაც ლამაზი, ძნელია როცა ამ სილამაზეს ვერ ხედავ, მუდამ სიბნელე ჩემთვის ჯოჯოხეთთან ასოცირდება, ვერც კი წარმოვიდგენ, ვერ გავძლებ, რომ ყოველ დღე ჩიტებს, ცას არ შევხედო, არ დავტკბე ღამით ვარსკვლავების ცქერით, როცა სავსე მთვარეა ღამით სახურავზე ასვლა და ცაში უსასრულოდ ყურება, ეს ხომ მათ არ შეუძლიათ! დღეს სამარშუტო ტაქსში ორი მოხუცი ცოლ-ქმარი ამოვიდა, ქმარს ხელ-ჯოხი ეკავა და ხელებს აქეთ-იქით აცეცებდა, ქალი ცდილობდა ხელი მოეკიდა და ამოეყვანა ტაქსში მაგრამ კაცი არ ცხრებოდა, არ სურდა მიხმარება, ის გულგრილი იყო! გული გაუყინა სიბრმავემ, მოსწყვიტა გარესამყაროს. ამ დროს მე გულში რაღაც ვიგრძენი, ღმერთო, რა დიდი ცოდვა უნდა გქონდეს, რომ ასე დასაჯო ის ვინც დაბრმავდება და ის ვინც მის გარშემო ცხოვრობს, ეს მისთვის უფრო უარესი არ არის?! მოხუც ცოლ-ქმარს შვილები ჰყავთ, მათ შვილებს კიდევ შვილები, მოხუცი კაცისთვის – ბაბუასთვის ყველაზე უარესი რა გინდა, როცა ის საკუთარ ბუსუნა შვილიშვილს ვერ ხედავს?! მის შთამომავალს! მის გვარის გამრძელებელს! ვერ ხედავს საკუთარ კად-მიდამოს, საკუთარი ოფლით აშენებულ სახლ-კარს, ვერ ხედავს საკუთარ ცოლს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა სიყმაწვილის ჟამს!

ღმერთო ყველას გვაშორე ასეთი სასჯელი, რაც იმ მოხუც ბაბუას მოუვლინე

Advertisements

6 thoughts on “ბრმა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s