მგოსანი ბიდლის ზღაპრები

tumblr_lwvvhyMj2j1qbpdvgo1_500_large

მგოსანი ბიდლის ზღაპრები, რომელშიც შესულია “ხტუნია ქოთანი” “იღბლის შადრევანი” “სამი ძმის ამბავი” ისეთივე ძილის წინ საკითხავი ზღაპრებია როგორც “კონკია” ან “მძნარე მზეთუნახავი” მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი განსხვავება. ეს არის ზღაპრის მსმენელთა სახელწოდება. სამი ძმის ამბავი ჯადოქრებისთვისაა, ხოლო კონკია მაგლებისთვის (არაჯადოქარი ადამიანი) მაგრამ ზღაპრები შინაარსით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება, ხშირად ზღაპრებს იმდენად დიდი შინაარსი აქვთ რომ ვერც კი წარმოიდგენ, უმეტესწილად ბიდლის ზღაპრებში გმირს თავის გადარჩენა უწევს მაგიის საშუალებით.

292720_522120604467229_611410547_n_large

რომ არა ჰერმიონ გრეინჯერი, ჩვენ ამ ზღაპართა კრებულს ვერ წავიკითხავდით, ამიტომაც მადლობას ვუხდი ჰერმიონს, მან რუნულიდან თარგმნა ზღაპრების ეს კრებული. როცა ვკითხულობდი “იღბლის შადრევანს” აშას, ალთადეს და ამატის გვერდით ვიყავი, ბაჭო-პრანჭოსთან ერთად გადავიქეცი ხედ.

tumblr_ltbsvmnS8y1qboi8ao1_500_large

ჯადოქრებს ჰყავთ მგოსანი ბიდლი, ჩვენ კი გვყავს მგოსანი ვაჟა. ბიდლზე მცირე ინფორმაციააა ცნობილი, ცნობილია ის  რომ მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა, დაიბადა იორკშირში, იდუმალ წვერში გახვეული, მისი ზღაპრებიდან ჩანს რომ მას მაგლები უყვარს, მას სწამს რომ ჯადოქართა მოდგმის  უსაშინლესი შეცდომაა ის რომ ისინი ადამიანურ სისასტიკეს, ზიზღს, ქედმაღლობას და საკუთარს ნიჭს არასწორად იყენებენ. სწორედ ამ შეხედულებებს იზიარებდა ცნობილი თანამედროვე ჯადოქარი პროფესორი ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი – მერლინის პირველი ხარისხის ორდენოსანი, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრების სკოლის დირექტორი, ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის თავჯდომარე და ვიზენგამოტის მთავარი მსაჯული. 

tumblr_mcnckowPza1rvffbjo1_500_large

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ დამბლდორმა ზღაპრების კრებულს საკუთარი შენიშვნები და კომენტარები დაურთო, მინერვა მაკონაგელმა კი მისცა ნება გრეინჯერს დაერთო ეს შენიშნვნები ბიდლის ახალ გამოცემაში.

205882_240249845996119_100000333162476_862573_5632472_n_large

ამ წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაერიცხება საქველმოქმედო  ორგანიზაცია “Children high level group”-ს, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება.

tumblr_m5dlmqBBTv1r24fafo1_400_large

სავარაუდოდ დამბლდორმა სიკვდილამდე 18 თვით ადრე დაასრულა შენიშვნებისა და კომენტარების დაწერა, რადგან სამი ძმის ამბავს ნაკლებ აქვს დართული მოსაზრებები. მაგრამ მან თავის საყვარელ და ყველაზე ცნობილ მოსწავლეს, როცა სიმართლის მნიშნველობა აუხსნა, იქ იგულისხმა ის მნიშვნელოვანი მოსაზრებანი რაც ამ ზღაპრისთვის უნდა დაერთო.

tumblr_mfyg2mle481rq4wllo1_1280_large

“მშვენიერი და თან საშინელი რამ არის ამიტომ სიფრთხილე გჭირდება” 

P.s მე მინდა რომ ეს წიგნები გადათარგმნონ ქართულად ▼

img_5594_168321934_large

Advertisements

4 thoughts on “მგოსანი ბიდლის ზღაპრები

  1. ზღაპრები დიდი არაფერი ძალიანაც არ გადავრეულვარ (არ ჩამქოლოთ 😀 )
    მე პირადად (და არა მარტო მე) დამბლდორის კომენტარები უფრო მომეწონა და საინტერესოდ მომეჩვენა ვიდრე თვითონ ზღაპრები…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s