წვიმდა/წვიმს/იწვიმებს.

391857_324134934266133_100000088885673_1303830_960413222_n_large

გარეთ წვიმს/წვიმდა.

წარმოიდგინე მკითხველო შენ შეიძლება ყველა შენი ნათესავი შენს გვერდით გყავს, არავინ არ არის იმ ქვეყნად წასული და ცხოვრება უფრო  მეტად სასიყარულოა, შენ არ იცი როგორი ტანჯვაა შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვა, როგორი საშინელებაა. ამ დრომდე ვერ ვხვდებოდი თუ რა ტკივილი იყო ადამიანის დაღუპვა, ახლა კი მივხვდი, უფრო სწორად მაშინ მივხვდი აი ზუსტად 19 თებერვალს მივხვდი. ის ის ბებო ჩემი ტკბილი მარო ბებო გარდაიცვალა, რომელმაც გამზარდა, რომელსად უანგაროდ და კეთილი გულით ვუყვარდი არა ისე მავანი და მავანი რომ იბრალებენ. სოფელში ასვლა მიხაროდა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირა იქ ვიყავი, ბაბოც იქ იყო, ახლა ის იქ აღარ არის. მტკივნეულია ძალიან ბოლო გზაზე რომ მიაცილებ და ხვდები რომ ის მალე აღარ იქნება … მას მალე მიწას დააყრიან, მისგან მალე ძვლებიღა დარჩება.. საშინელება როცა უყურებ და გგონია რომ სუნთქავს, მიხვალ კუბოსთან დააცქედები და გეჩვენება, რომ ის სუნთქავს, გგონია რომ მას სძინავს და ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა მოხდა, ჯერ კიდევ გჯერა რომ ის ადგება. 19 თებერვლის შემდეგ მის გახსენებაზე ტანზე ეკალი მაყრის, გული მეკუმშვება თითქოს სადაცაა უნდა გასკდესო, თვალზე ცრემლი მადგება, ვგრძნობ როგორ სველდება ლოყა, ცრემლი მოგოგმანებს ლოყაზე და ცვივა.. ცვივა უსასრულობაში.. დაუშრეტელია იმ ადამიანის სითბო ჩემს მიმართ.. ის ჩემი მეორე დედა იყო.. ბებო ყოველთვის ჩემთან არის … ზაფხულის არდადეგებზე სოფელში რომ ავალ ის იქ იქნება.. ისევ თავის ადგილას იჯდება და დამელოდება, მივალ მაკოცებს და მოიკითხავს ქალაქელებს.. როგორ მახსოვს ის მომენტები, როცა ბაღში კომბოსტოს დათესვაში ვეხმარებოდი, მახსოვს ბაზარში დახლზე როგორ ვიჯექი ის კი ყიდიდა პამიდორს/კიტრს/კარტოფილს/ ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s