მეგობრობა გზად და ხიდად!

large

სუიციდისკენ მიმავალი მეგობარი!

ადამიანი სულის მქონე არსებაა, მას როგორც ჰაერი  ისე სჭირდება საყვარელი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს: ცოლ–შვილი, ქმარ–შვილი, დედ–მამა უპირველესად კი მეგობარია საჭირო, რადგან ნამდვილი მეგობრობიდან იწყება მარადიული სიყვარული! მეგობარს ესმის შენი, როცა ჩუმად ხარ, გიგებს ყველა სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, შენ მტყუანი ხარ თუ მართალი. წაიქეცი?! გამოგიწვდის ხელს წამოსაყენებლად.

ნიკა და ლუკა ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ, სკოლაში ერთ მერხზე ისხდნენ, უნივერსიტეტში ერთ ლექტორს, ერთ აუდიტორიაში უსმენდნენ. გადიოდა დრო ცხოვრება შავ დაღს ასვამდა ნიკას. მას მშობლები ავია–კატასტროფაში დაეღუპნენ. ნიკა დეპრესიაში ჩავარდა. თავისთავს ადანაშაულებდა რომ, მარტო გაუშვა მშობლები საზღვარგარეთ. დაჩაგრულმა ცუდი მეგობრები გაიჩინა. ისინი აიძულებდნენ რომ, ექურდა. 1 წლის შემდეგ ნიკა ციხეშია; სტუმრად მასთან მისი ბავშვობის მეგობარი ლუკა მიდის; ბიჭი, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა და მედგრად იცავს სამშობლოს.

–        ნიკა, გახსოვს ჩვენი მეგობრობა?! რატომ ხარ ამ დღეში? – ეკითხება თვალზე ცრემლმორეული ლუკა ნიკას.

–        იცი რა არის?! ცხოვრებამ დაღი დამასვა, დამჩაგრა – პასუხობს გაბოროტებული ნიკა.

–        რატომ არ აიყვანე  თავი ხელში? ნებისყოფა ხომ უპირველესია! –  ეკითხება ლუკა.

დუმილი …….

ლუკა წავიდა; ნიკა დაფიქრდა; სულ რაღაც 5 თვე რჩებოდა და ციხიდან გავიდოდა, მას ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო! მოეყვანა ცოლი, ჰყოლოდა ბევრი ბავშვი და მოეძებნა ლუკა. მეგობარი, რომელმაც თვალი აუხილა, დაანახა ცხოვრება სხვა თვალით, შეაყვარა თავისი თავი.

5 წლის შემდეგ.. გახსენება..

რომ არა ლუკა, ნიკა შეიძლება სხვა გზას დასდგომოდა, მას არ  ეყოლებოდა ცოლ–შვილი, ეყოლებოდა ცუდი მეგობრები. დიდი შანსი იქნებოდა, რომ იგი კვლავ ციხეში მოხვედრილიყო. სულაც კი სიცოცხლე თვითმკველელობით დაემთავრებინა, წარმოიდგინე მკითხველო! ერთ ლამაზ, უმშვენიერეს დღეს, როდესაც ყველას უხარია.

მზიანი დღეა ყველა გარეთ არის. ნიკა კი ამ დროს აბაზანაში ვენებგადაჭრილი ან სულაც თავჩამოხრჩობილი აგდია!

ნამდვილი მეგობარი არ არის ვიქტორ პეტროვიჩ  ლუკა?? რომ არა ის მეგობრობის გზაც და ხიდიც, რომელიც თითქმის დანგრეული იყო, კიდევ უფრო მალე ‘’წამებში’’ დაინგრეოდა!!

 

Advertisements

10 thoughts on “მეგობრობა გზად და ხიდად!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s