ჩემი კვირის ¾

tumblr_mgy6ttLtHV1r6zyb4o1_500_large

ორშაბათი4/03

დილის ცხრა საათზე, როგორც ყოველთვის მაგდებენ საწოლიდან და ნახევრად მძინარეს მიშვებენ სკოლაში. ქართულში ბუმბერაზი ლექსი გვქონდა ჩასაბარებელი, ჩავაბარე მთლიანად, ამიტომ სამშაბათს და ოთხშაბათს მთლად განცხრომაში ვიყავი ^_^ 6საათზე მათემატიკაზე წავედი, შემდგომ ვისწავლე და დავიძინე.

სამშაბათი 5/03

პირველი ქიმია გვქონდა, ამოცანები ნახევრად ვერ გავიგე, ხუთშაბათს საკონტროლო უნდა გვქონდეს ( ანუ დღეს) სამშაბათსაც ვიყავი მათემატიკაზე.

ოთხშაბათი 6/03

ოთხშაბათობით 6 გაკვეთილი მაქვს და უცბად მოდის 2 საათი. სამის ათ წუთზე უკვე სახლში ვიყავი, 5საათზე მათემატიკაზე უნდა წავსულიყავი, გავაცდინე, გეოგრაფიის და ქიმიის საკონტროლოსთვის ვემზადებდი.

ხუთშაბათი 7/03

დღეს. მოიცა გუშინ :/ ნუ რაც არის ხუთშაბათს ორი საკონტროლო მქონდა, ნამ დამ ნამ ორივე კარგად დავწერე ^_^ 3 საათზე ბილიკში წავედი თემები ჩავიტანე ❤ მერე ფეხით ამოვფრატუნდი სახლში და დავიძინე, გაღვიძების შემდგომ აქ ვარ, ხვალ კი არა და ზეგ კორკოტობაა, მიყვარს კორკოტი ❤ ბებო მენატრება, დღეს დამირეკა დეიდაჩემა ამოდი სოფელშიო, მაგრამ როცა იქ ავდივარ ბებო მახსენდება, როგორ იჯდა სახლის წინ და გზას გასცქეროდა, ჩვენს მოსვლას ელოდებოდა, გული მეკუმშვება, როცა სოფელში მივდივარ და ბებო იქ არ არის! აღარავინ მეუბნება ბებო გენაცვალოს <33 თითქოს იქ ყველაფერი ცარიელია, მე ვიცი რომ ბებო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება, ყოველთვის ილოდებს ჩემთვის ❤ ბებო ძალიან მენატრები, არავიზე არ მიტირია ისე როგორც შენ სიკვდილზე ვიტირე ❤ არავინ დამნანებია ისე როგორც შენ ❤ ძალიან მიყვარხარ ❤

Advertisements

10 thoughts on “ჩემი კვირის ¾

  1. დარწმუნებული ვარ ბებიაშენი შენით ამაყობს! არასდროს დაივიწყო, რომ ის მუდამ შენ გვერდით იქნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s