თქვენ მოგმართავთ!

2ee23b05e494461f1224677f7c5ea8c7

ორშაბათიდან კვირა მძიმედ დაიწყო, 18 თებერვალს ჩემ ცხოვრებაში მოხდა ტრაგედია. დავკარგე ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ადამიანი, რომელმაც შემასწავლა ბევრი ლექსი, შაირი ზაფხულობით, როცა სოფელში ვიყავი მანებივრებდა ზღაპრებით და ლეგენდების მოყოლით. ეს ყველაფერი დასრულდა 18 თებერვალს, როცა ის წავიდა სხვა ქვეყანაში, საიდანაც აღარავინ აღარ ბრუნდება, პირიქით ჩვენც იქ მივდივართ! მერე რა რომ ის 85 გაზაფხულის მომსწრე იყო, მე ის ისევე დამაკლდება როგორც დამაკლდა ჩემი და ..

ადამიანის სიყვარული, ფიზიკური აღნაგობითა და ასაკობრივი ზღვარის მიხედვით არ განისაზღვრება, მე ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვარ რატომ მიდიან იმ ქვეყნად ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველასთვის კეთილისმსურველნი არიან, რატომ მიდიან იმ ქვეყნად ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ბევრი დადებითი თვისებებით, მათგან ხომ ყოველთვის პოზიტივი მოდის, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ისინი?! რაც არ უნდა ღარიბი იყვეს ის ისეთ მასპინძლობას გაგიწევს, რაც შეიძლება ვერ გაგიწიოს მდიდარმა?! მთავარი საიდუმლო სწორედ ამაშია, შეიძლება მას არ ჰქონდეს საჭმელი, მაგრამ მისი კეთილი გული ყველაფრის მომცველია, ტყუილად ხომ არ არსებობს გამონათქვამი :

ყველი, პური და კეთილი გულიოო..

სწორედ ასეთი ადამიანი იყო ის …

tumblr_midhh0lTui1s0er18o1_500_large

 

კიდევ ერთი რამ, კიდევ არ ვიცი ადამიანის ამოცნობა ნამდვილი მეგობარია ის თუ არა ?! ზუსტად დღეს დამტკიცდა ჩემი ჰიპოთეზა. არ ვიცი უბრალოდ მკიდიხართ ადამიანებო, რომლებსაც გგონიათ რომ რამეს დამაკლებთ, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, ისე როგორც მინდა თქვენ აზრს, რომელიც მცდარია არ გავითვალისწინებ!!

P.s : უკვე ხვალ მივაბარებთ მიწას მის სხეულს და მით უფრო ვერ წარმომიდგენია, რომ ის აღარ არის!! მით უფრო მეტირება, რომ ვიხსენებ მის და ჩემ თანაცხოვრებას!!

Advertisements

3 thoughts on “თქვენ მოგმართავთ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s