ტანო ტატანო

2ef108c5f2e3

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო,

ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო,

წარბ–წამწამ–თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი დამდაგისი შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გეხსნეს სახლები მაკრძალები ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი მიქმოდენ ხელად,

მიწვევდნენ შენად შესამკობლად, დამამწარებო.

ალვაო, გეხსნეს ორნი ტოლნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი, მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყნად მლეველნი,

ოდეს გნახავდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო.

ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო,

თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო,

გულსა სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო?

თუცა შენ გნახო, ვინცა ვჰპოვო, სად გავიზარდო ?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო.

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს.

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,

მკვდარნი მიჯურნი დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!

ვაი სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო !

ვუძღვნი გიგას

Advertisements

8 thoughts on “ტანო ტატანო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s