რა ფერია მზე ?

გესთ-პოსტი ჩემ ბლოგზე სოფოს მიერ http://rockermeloman.wordpress.com/.

_ლამაზია არა?

_ჰო, ძალიან…

_იმდენად ლამაზი რომ ვერ გადმოსცემ?

_ყველაფრის გადმოცემა შეიძლება ფერებით, ბგერებით, სიტყვებით…

_თუმცა მთავარია ამ სილამაზის ღირსი იყოს.

_მხოლოდ იმ ემოციის გამოხატვაა შეუძლებელი, რასაც ეს სილამაზე იწვევს…

_მისი გაზიარება ხომ შესაძლებელია?

_როგორ?

_შეიძლება ამ სილამაზის შემყურეს მთელი სამყარო გიყვარდეს, სიყვარული კი შეგიძლია სხვასაც გაუნაწილო

_მე არასოდეს მყვარებია.

_ეს შენ გგონია ასე.

_როგორ მივხვდე მიყვარს თუ არა?

_ძალიან გახარებული ყოფილხარ?

_კი.

_დაუსრულებლად სიმღერის ხასიათზე, ან ცეკვა რომ გინდა, ფანქარს რომ იღებ ხელში და გგონია რომ ყველაფერს დახატავ, ყველა ლამაზი სიტყვა ერთად მოგიდის თავში და მზად ხარ ყველას მიუტევო, როცა თავად იმედი ხარ და გრძნობას ვეღარ იტევ… ასე ყოფილხარ?

_მგონი კი.

_ესე იგი გყვარებია.

_კი მაგრამ ვინ?

_მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

_შეიძლება “არავინ” მიყვარდეს?

_არა, უბრალოდ შეიძლება ჯერ არ იცნობ იმას, ვინც გიყვარს, ან იცნობ, მაგრამ ვერ ამჩნევ.

_როგორ უნდა გიყვარდეს ის ვისაც არ იცნობ?

_ოდესმე ხომ შეგიყვარდებ ვინმე?

_ალბათ.

_ჰოდა ის ადამიანი შენ დაბადებიდან გიყვარს, შენი ბედისწერა მასთან არის დაკავშირებული. მისი თვისებები შენსას ავსებს, უბრალოდ შეიძლება ჯერ არ შეხვედრიხარ.

_ამის ცოდნაც დაბადებიდან დაგყვა?

_არ ვიცი.

_მზის ჩასვლა რა ფერია?

_სიკვდილის ფერი აქვს ჩამავალ მზეს…

_ასეთი ლამაზია სიკვდილი?

_გაიგებ როცა მოკვდები.

_და მზის ამოსვლა რა ფერია?

_იმედისფერი.

_ჰო, ეგ უკითხავად მჯერა.

_სიყვარულისფერი მზე თუ არსებობს?

_მზეს ყოველთვის ამფერია.

_გამოდის სიყვარული ყველაფერია?

_ჰო.

_ვერ გავიგე. იმედი შეიძლება გავს სიყვარულს, მაგრამ სიკვდილი?

_გჯერა რომ სიკვდილი დასასრულია?

_არა.

_აბა რა არის?

_სიკვდილი ხსნაა, მაგრამ სიცოცხლისგან კი არა, არამედ მისი გაგრძელებაა.

_მერე ვინ გვიხსნის სიკვდილის საშუალებით?

_არ ვიცი, იქნებ ღმერთი?

_ჰო, ღმერთი ასე გამოხატავს სიყვარულს.

_მას რა ეშველება, ვისაც მზე მხოლოდ ციური სხეული ჰგონია?

_არაფერი, სანამ არ შეუყვარდება.

_შეიძლება სიყვარული ისწავლო?

_ყველაფრის სწავლა შეიძლება.

_მე შემიძლია სიყვარული ვასწავლო ვინმეს?

_შენ ისეთი კარგი ხარ…

_შენ რა უკვე ისწავლე?

_ჰო.

_ანუ სიყვარული მომპარე?

_მზად ვარ უკან დაგიბრუნო!

 

Advertisements

6 thoughts on “რა ფერია მზე ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s