5 მითი კორპორატიულ წვეულებაზე

კორპორატიული წვეულება… ეს უბრალოდ გასართობი საღამოა თუ უფროსობა ტესტირებას გიტარებთ?

1. შეიძლება არ წახვიდეთ

ეს უბრალოდ გართობაა და თქვენზეა დამოკიდებული, წახვალთ თუ არა.

სინამდვილეში: ხელმძღვანელების უმეტესობისთვის, კარგი კოლექტივი ღირსების საკითხია. კრიზისულ პერიოდში ასეთი წვეულებისთვის თანხის გამოყოფა პატარა საქმე არ არის, ამიტომ შეიძლება თქვენი ასეთი მოქცევა შეურაცხყოფადაც მიიღოს უფროსობამ. გარდა ამისა, ასეთი ჟესტი სხვანაირადაც შეიძლება იქნას გაგებული: `მე თქვენს გუნდში არ ვარ~.


2. დეკოლტე? -არავითარ შემთხვევაში!

ასეთი წვეულება სამსახურის ნაწილია, ამიტომ არავითარი საღამოს კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

სინამდვილეში: როცა საღამოზე ისეთი სამოსით მიდიხარ, რომელსაც სამსახურში ყოველდღიურად იცვამ, უნებურად აცხადებ, რომ შენთვის იქ ყოფნა უბრალოდ ვალდებულებაა და ამავე დროს ძალიან მოსაწყენიცაა. ამან კი შეიძლება ვინმე გაანაწყენოს.

3. დაივიწყე საქმე!

წვეულებაზე უნდა იმხიარულო, ბოლომდე გაერთო და საერთოდ გადაერთო სამსახურებრივი საქმიანობისგან.

სინამდვილეში: ნებისმიერი კარიერისტისთვის ასეთი წვეულება გამოძიების არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუ შენი გეგმები ამ კომპანიასთან დაკავშირებით შორს მიდის, მაშინ მომენტით უნდა ისარგებლო.

დააკვირდი თანამშრომლების ქცევას, მათ გამოთქმებსა და აზრებს, გაიცანი ისინი, ვისაც ჯერ ახლოს არ იცნობ… ასეთ სიტუაციაში მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგება მომავალში.

4. გადადიხარ შენობით მიმართვაზე

თუ უფროსი გთავაზობს, არ იყო დაძაბული და მას შენობით მიმართო, ის ნამდვილი დემოკრატია.

სინამდვილეში: არ არის ძნელი მიხვდე, თუ რით არის გამოწვეული უფროსის ასეთი მიდგომა შენდამი. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მან ზედმეტი დალია. ყოველ შემთხვევაში, შენთვის ეს არ არის მიზეზი იმისათვის, რომ მოეშვა. შემდეგ ის აუცილებლად გაიხსენებს ყველაფერს და ვინ იცის, როგორი რეაქცია ექნება.

5. მე გაგამხიარულებთ…

კორპორატივი იმისთვის არსებობს, რომ გაგართონ და გამოგკვებონ, შენ კი ეს სიხარულით უნდა მიიღო.

სინამდვილეში: დიდი ალბათობაა უფროსმა ან წამყვანმა მიკროფონი მოგაწოდოთ და რამდენიმე სიტყვის თქმა გთხოვოთ. ჩათვალე, რომ ეს ტესტია შენი გონებამახვილობისა და მოხერხებულობის შესამოწმებლად. სავარაუდოდ, მას ვერ გაივლი, თუ ისაუბრებ მშვიდობაზე მსოფლიოში. ამიტომ ყოველ შემთხვევისთვის წინასწარ გქონდეს მომზადებული სიტყვა. გუშინ კარგად ვიმხიარულე…

შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა, მით უმეტეს ასეთ წვეულებებზე.… შენ იმღერე საყვარელი სიმღერა კარაოკეში? ფეხშიშველამ იცეკვე მთელი საღამო? ან კიდე უარესი რამ ჩაიდინე, ახლა კი გრცხვენია თვალებში შეხედო კოლეგებს და გადაწყვეტილი გაქვს, ბოდიში მოიხადო მათ წინაშე?

არ იჩქარო, ასეთი საქციელით ცეცხლზე ნავთს დაასხამ. თუ ჯერ კიდევ არ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, მაშინ ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება. საუკეთესო გამოსავალი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჯანსაღი იუმორით მიუდგე.

დაბოლოს,… ქმართან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე წასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ ისიც თქვენი თანამშრომელია.

თუ წასვლა გინდა, მხოლოდ უფროსის შემდეგ დატოვე საღამო. სანამ ის იქაა, სადღეგრძელოებს ამბობს და სიტყვით გამოდის, მოთმენა მოგიწევს.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s